ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით“

საქართველოს პარლამენტიკოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცებები სასამართლოში ტყუილია და სარჩელში მითითებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სტრასბურგისა და ეროვნული სასამართლოების მიერ უკვე დადგენილია.

არჩილ გორდულაძე: „სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით“
არჩილ გორდულაძე: „სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით“POSTV

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები ტყუილი და მანიპულაცია იყო.

გორდულაძის თქმით, ტყუილია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი მხოლოდ 4 დოკუმენტს ეყრდნობა.

„სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ის მოპასუხის განცხადებაზე, რომ სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, ასეთ ფაქტებს ვერც საგამოძიებო კომისია დაადგენდა და მასზე ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ეს გარემოებები გამამტყუნებელი განაჩენით უნდა იქნეს დადგენილი, აღნიშნავს, რომ „ყველა აღნიშნული ფაქტი უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით.“

ამასთან, არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ტყუილია, რომ სარჩელი იმ კანონმდებლობას ეყრდნობა, რომელიც ვენეციის კომისიამ 2026 წელს უარყოფითად შეაფასა.

მისი განცხადებით, „ვენეციის კომისიამ 2026 წელს დასკვნა სულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მოამზადა. წარმოდგენილი სარჩელი იმ კანონმდებლობას ეფუძნება, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს“.

გორდულაძე ამასთან ხაზგასმით აცხადებს, რომ „კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წარსულში ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება“, შესაბამისად, მისივე თქმით, ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.

მანვე 1633 რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა: „მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა, და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ „საპასუხო იერიშად“ არის მოხსენიებული და ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, დღესაც არ ემიჯნებიან“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები
  3. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
  4. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: მოპასუხე ცდილობს, არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე - 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები
  5. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა, და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ „საპასუხო იერიშად“ არის მოხსენიებული და ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, დღესაც არ ემიჯნებიან“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: "ნაციონალურ მოძრაობას" სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები