ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით სვამს კითხვას, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა თუ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები, რაც, მისი თქმით, ორივე შემთხვევაში ღალატია.

ტყუილია, რომ ამ სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას ვაბრალებთ, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს ომის დაწყება დაბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგებს შევეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მმართველი პარტია სვამს კითხვას, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, "ნაცმოძრაობამ" აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები.

"სინამდვილეში: ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც. „ნაცმოძრაობა“ ფაქტებს იმგვარად აყალიბებს, რომ თითქოს მისი დამსახურებაა სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგაში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმატება ჩვენი გუნდის დამსახურებაა. „ნაცმოძრაობამ“ ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში გააკეთა არის ის, რომ მან გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს არავითარი მტკიცებულებები არ წარადგინა, რის გამოც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე წააგო. სხვათა შორის, სარჩელის წარდგენის დროს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია იყო," - აღნიშნა მან.

გორდულაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოჩიგავას და გირგვლიანის საქმეზე და "ნაცმოძრაობის" წევრების განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ამ საქმეებზე სტრასბურგს არც ერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია, ტყუილი უწოდა.

"ტყუილია, რომ ოჩიგავას და გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგს არცერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია.

სინამდვილეში: ოჩიგავას საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სწორედ სისტემური და სისტემატური წამება დაადგინა. გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების 276-ე პარაგრაფში სასამართლო უთითებს, რომ გაოგნებულია, რადგან ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, პრეზიდენტი, იმ მიზნით მოქმედებდა, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო", - განაცხადა გორდულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სინამდვილეში: ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც. „ნაცმოძრაობა“ ფაქტებს იმგვარად აყალიბებს, რომ თითქოს მისი დამსახურებაა სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგაში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმატება ჩვენი გუნდის დამსახურებაა. „ნაცმოძრაობამ“ ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში გააკეთა არის ის, რომ მან გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს არავითარი მტკიცებულებები არ წარადგინა, რის გამოც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე წააგო. სხვათა შორის, სარჩელის წარდგენის დროს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია იყო,“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: "ნაციონალურ მოძრაობას" სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები