ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე – „ნაცმოძრაობა“ არათუ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც ამართლებს, კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა აიკრძალოს

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემურ დანაშაულებს დღესაც ამართლებს, რის გამოც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს.

არჩილ გორდულაძე – „ნაცმოძრაობა“ არათუ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც ამართლებს, კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა აიკრძალოს
არჩილ გორდულაძე – „ნაცმოძრაობა“ არათუ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც ამართლებს, კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა აიკრძალოსპირველი არხი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის თქმით, ტყუილია საკონსტიტუციო სასამართლოში ანა წითლიძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აბრალებს.

„სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ. მაგალითად, ოჩიგავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2012 წლამდე ადამიანების წამებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა“, – განაცხადა გორდულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ამავდროულად, გორდულაძე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას და ამბობს, რომ მტკიცება, თითქოს სარჩელის შეტანა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ კანონს ეფუძნება, სიცრუეა.

არჩილ გორდულაძის თქმით, სარჩელი იმ ნორმების საფუძველზეა მომზადებული, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია, მოქმედებს და მასში არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული.

ამასთან, გორდულაძის განცხადებით, მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს მიიღეს, სიცრუეა. მისი თქმით, ნორმა, რომელიც აკრძალული პარტიის ქონების სახელმწიფო ხაზინის ბალანსზე გადასვლას ითვალისწინებს, კანონმდებლობაში ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოქმედებს.

„ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ, 2024 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. სინამდვილეში: ნორმა, რომელიც აკრძალული პარტიისთვის ქონების სახელმწიფო ხაზინის ბალანსზე გადასვლას ითვალისწინებს, 1997 წლიდან მოქმედებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გარდა ამისა, გურდულაძემ აღნიშნა: „ტყუილია, რომ ამ სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას ვაბრალებთ და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ომის დაწყება დაბრალდება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგებს შევეწინააღმდეგებით“.

მისი განმარტებით, მმართველი პარტია სვამს კითხვას, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები.

„სინამდვილეში: ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას – 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც. „ნაცმოძრაობა“ ფაქტებს იმგვარად აყალიბებს, თითქოს მისი დამსახურებაა სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგაში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმატება ჩვენი გუნდის დამსახურებაა. „ნაცმოძრაობამ“ ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში გააკეთა, არის, რომ მან გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს არავითარი მტკიცებულებები არ წარადგინა, რის გამოც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე წააგო. სხვათა შორის, სარჩელის წარდგენის დროს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია იყო“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ ასევე ისაუბრა ოჩიგავასა და გირგვლიანის საქმეებზე. გორდულაძის თქმით, ტყუილია „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადება, თითქოს ამ საქმეებზე სტრასბურგს არცერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია.

„ტყუილია, რომ ოჩიგავას და გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგს არცერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია.

სინამდვილეში: ოჩიგავას საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სწორედ სისტემური და სისტემატური წამება დაადგინა. გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების 276-ე პარაგრაფში სასამართლო უთითებს, რომ გაოგნებულია, რადგან ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, პრეზიდენტი, იმ მიზნით მოქმედებდა, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – განაცხადა გორდულაძემ.

ამავდროულად, არჩილ გორდულაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებული განცხადებები სულ უფრო მეტად ამყარებს სარჩელს.

გორდულაძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მიერ როინ შავაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და ანა წითლიძის მიერ აფრასიძეების საქმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე.

არჩილ გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ დღესაც ამართლებს სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

„ამ დღეებში, სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ „ნაცმოძრაობის“ ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს. დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვნებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს – კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ, 2024 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. სინამდვილეში: ნორმა, რომელიც აკრძალული პარტიისთვის ქონების სახელმწიფო ხაზინის ბალანსზე გადასვლას ითვალისწინებს, 1997 წლიდან მოქმედებს“
არჩილ გორდულაძე
„სინამდვილეში: ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას – 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც. „ნაცმოძრაობა“ ფაქტებს იმგვარად აყალიბებს, თითქოს მისი დამსახურებაა სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგაში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმატება ჩვენი გუნდის დამსახურებაა. „ნაცმოძრაობამ“ ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში გააკეთა, არის, რომ მან გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროს არავითარი მტკიცებულებები არ წარადგინა, რის გამოც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე წააგო. სხვათა შორის, სარჩელის წარდგენის დროს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია იყო“
არჩილ გორდულაძე
„სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ. მაგალითად, ოჩიგავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2012 წლამდე ადამიანების წამებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა“
არჩილ გორდულაძე
„ტყუილია, რომ ოჩიგავას და გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგს არცერთი უფლების სისტემური დარღვევა არ დაუდგენია. სინამდვილეში: ოჩიგავას საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სწორედ სისტემური და სისტემატური წამება დაადგინა. გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების 276-ე პარაგრაფში სასამართლო უთითებს, რომ გაოგნებულია, რადგან ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, პრეზიდენტი, იმ მიზნით მოქმედებდა, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“
არჩილ გორდულაძე
„ამ დღეებში, სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, ასევე გარეთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს. მაგალითად: გუშინ „ნაცმოძრაობის“ ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს ჩატარებული გამოძიებითაც კი არ დასტურდება და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ის გაესამართლებინათ, მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე მოკლეს. დღეს ანა წითლიძე ამართლებდა აფრასიძეების ოჯახზე შვეულმფრენებით თავდასხმას და მძინარე არასრულწლოვნებისთვის ცეცხლის გახსნას. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებებიც ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არათუ არ ემიჯნება სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, არამედ დღესაც კი ამართლებს. ამიტომაც კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორ შეიძლება ადეიშვილის გამო მე მკრძალავდე და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს – ანა წითლიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები