არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოში ოპოზიციის პოზიცია მანიპულაციაა, ხოლო სარჩელში მითითებული წამებისა და ტერორისტული აქტის ფაქტები უკვე დადასტურებულია სტრასბურგისა და ეროვნული სასამართლოების მიერ. მისი თქმით, სარჩელი 100-ზე მეტ წყაროსა და მრავალწლიან მოქმედ კანონმდებლობას ეფუძნება.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები ტყუილი და მანიპულაცია იყო.
გორდულაძის თქმით, ტყუილია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი მხოლოდ 4 დოკუმენტს ეყრდნობა.
"სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული",-აღნიშნა გორდულაძემ.
ის მოპასუხის განცხადებაზე, რომ სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, ასეთ ფაქტებს ვერც საგამოძიებო კომისია დაადგენდა და მასზე ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ეს გარემოებები გამამტყუნებელი განაჩენით უნდა იქნეს დადგენილი, აღნიშნავს, რომ „ყველა აღნიშნული ფაქტი უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით."
ამასთან, არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ტყუილია, რომ სარჩელი იმ კანონმდებლობას ეყრდნობა, რომელიც ვენეციის კომისიამ 2026 წელს უარყოფითად შეაფასა.
მისი განცხადებით, "ვენეციის კომისიამ 2026 წელს დასკვნა სულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მოამზადა. წარმოდგენილი სარჩელი იმ კანონმდებლობას ეფუძნება, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს".
გორდულაძე ამასთან ხაზგასმით აცხადებს, რომ "კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წარსულში ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება", შესაბამისად, მისივე თქმით, ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.
მანვე 1633 რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა: „მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა, და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ "საპასუხო იერიშად" არის მოხსენიებული და ამ ყველაფერს "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა, დღესაც არ ემიჯნებიან".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაარჩილ გორდულაძე: კონსტიტუციური სარჩელით ვსვამთ კითხვას - 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც
არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები
არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით
არჩილ გორდულაძე: მოპასუხე ცდილობს, არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე - 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები
არჩილ გორდულაძე: „სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით“
ციტატები სტატიიდან
„სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული“
„ყველა აღნიშნული ფაქტი უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით.“
„ვენეციის კომისიამ 2026 წელს დასკვნა სულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მოამზადა. წარმოდგენილი სარჩელი იმ კანონმდებლობას ეფუძნება, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს“
„კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წარსულში ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება“
„მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა, და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…