ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეებმა "მონები" ეძახეს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიკოალიცია ცვლილებისთვისგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეკრებილი მოქალაქეები შეძახილებით „მონებო“ დაუპირისპირდნენ — სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეებმა "მონები" ეძახეს
ხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეებმა "მონები" ეძახესTV პირველი

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეების საპროტესტო შეძახილების მოსმენა მოუწიათ.

„მონებო“ - ამ სიტყვას ეძახდა ადგილზე შეკრებილი ხალხი ივანიშვილის გუნდის წევრებს.

სარჩელის ავტორებმა სასამართლო ისე დატოვეს, რომ ხალხისთვის პასუხი არ გაუციათ.

"ხალხო, ამაზე მეტი საშინელება რა უდნა იყოს. მარტო პარტიებს კი არ კრძალავენ, გვკრძალავენ ჩვენც. 37 -იან წლებში ხალხს ხვრეტნენ, ჩვენ ფიზიკურად ვერ გვანადგურებენ, მაგრამ გვანადგურებენ ვირტუალურად", - ამბობს პროტესტის მონაწილე.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 29 ოქტომბერს 11:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ
  2. ალიაოპოზიციური,,მონებო” – ხმაური საკონსტიტუციოსთან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხალხო, ამაზე მეტი საშინელება რა უდნა იყოს. მარტო პარტიებს კი არ კრძალავენ, გვკრძალავენ ჩვენც. 37 -იან წლებში ხალხს ხვრეტნენ, ჩვენ ფიზიკურად ვერ გვანადგურებენ, მაგრამ გვანადგურებენ ვირტუალურად“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები