ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

36 წლის შემდეგ მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ — ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

კოალიცია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას და 36 წლის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტური რევანში შედგება.

36 წლის შემდეგ მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ — ნიკა გვარამია
36 წლის შემდეგ მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ — ნიკა გვარამიანეტგაზეთი

„არასდროს მეგონა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36 წლისთავზე, სრული სერიოზულობით და მაღალი რისკით დაკმაყოფილებისა, საქართველოში მრავალპარტიულობის გაუქმებას განვიხილავდით“, – განაცხადა კოალიცია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიების აკრძალვის პროცესზე.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა და ოპოზიციური პარტიების ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ გაიმარჯვა.

„ჩემთვის ძალიან ღირსსახსოვარი დღეა 30 წლის 28 ოქტომბერი. მე დავიბადე სოხუმში. დისიდენტის ოჯახში. ამას ხაზს იმიტომ არ ვუსვამ, რომ მხოლოდ დისიდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის იყო ეს ღირსსახსოვარი დღე — ყველასთვის იყო. უბრალოდ მე განსაკუთრებით კარგად მახსოვს ამ დღის მოლოდინი. და ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, არის და დარწმუნებული ვარ იქნება… საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი საეტაპო მოვლენა იყო საქართველოს მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ამის და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგი. ეს ორი მოვლენა გვაძლევს ჯამში 1991 წლის 9 აპრილს და მეორე რესპუბლიკის დაბადებას, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენას“, — განაცხადა გვარამიამ.

მან გაიხსენა ზვიად გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 28 ოქტომბერს: „ქართველო ერო, მრავალტანჯულო და გმირულო! გილოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას! დღეს, ამ ისტორიულ დღეს, საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს ქართველმა ერმა უარი უთხრა მონობას, უარი უთხრა რეჟიმს, რომელიც 70 წლის მანძილზე სულს უხუთავდა მას!“

გვარამიამ აღნიშნა, რომ 36 წლის შემდეგ პროცესი „ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე და სამწუხაროდ, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით გამოვედით“.

„მე არა ვარ პესიმისტურად განწყობილი. არა ამ სასამართლოს განხილვის მიმართ, ზოგადად. ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების და ევროინტეგრაციის. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის, სამწუხაროდ ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც. გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკოსი გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ის უნდა გაუქმდეს როგორც პოლიტიკოსი, სამაგიეროდ ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო იარაღით, არ გადავალ სახელებზე და გვარებზე, ამ სარჩელს აწერს ხელს.

ასეთი შებრუნებული, გამრუდებული რეალობა გვაქვს დღეს — ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ. ვაუქმებთ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს, ვინც ცოცხალი დარჩა: რომან გოცირიძეს, გუბაზ სანიკიძეს, დავით ბერძენიშვილს, აკაკი ბობოხიძეს, ზვიად ძიძიგურს. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას და 36 წლის შემდეგ შედგება კომუნისტური რევანში ამ ქვეყანაში, რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება დაშვებული სასამართლოს მიერ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არასდროს მეგონა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36 წლისთავზე, სრული სერიოზულობით და მაღალი რისკით დაკმაყოფილებისა, საქართველოში მრავალპარტიულობის გაუქმებას განვიხილავდით“
ნიკა გვარამია
„ქართველო ერო, მრავალტანჯულო და გმირულო! გილოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას! დღეს, ამ ისტორიულ დღეს, საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს ქართველმა ერმა უარი უთხრა მონობას, უარი უთხრა რეჟიმს, რომელიც 70 წლის მანძილზე სულს უხუთავდა მას!“
ზვიად გამსახურდია
„ჩემთვის ძალიან ღირსსახსოვარი დღეა 30 წლის 28 ოქტომბერი. მე დავიბადე სოხუმში. დისიდენტის ოჯახში. ამას ხაზს იმიტომ არ ვუსვამ, რომ მხოლოდ დისიდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის იყო ეს ღირსსახსოვარი დღე — ყველასთვის იყო. უბრალოდ მე განსაკუთრებით კარგად მახსოვს ამ დღის მოლოდინი. და ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, არის და დარწმუნებული ვარ იქნება… საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი საეტაპო მოვლენა იყო საქართველოს მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ამის და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგი. ეს ორი მოვლენა გვაძლევს ჯამში 1991 წლის 9 აპრილს და მეორე რესპუბლიკის დაბადებას, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენას“
ნიკა გვარამია
„ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე და სამწუხაროდ, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით გამოვედით“
ნიკა გვარამია
„მე არა ვარ პესიმისტურად განწყობილი. არა ამ სასამართლოს განხილვის მიმართ, ზოგადად. ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების და ევროინტეგრაციის. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის, სამწუხაროდ ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც. გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკოსი გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ის უნდა გაუქმდეს როგორც პოლიტიკოსი, სამაგიეროდ ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო იარაღით, არ გადავალ სახელებზე და გვარებზე, ამ სარჩელს აწერს ხელს. ასეთი შებრუნებული, გამრუდებული რეალობა გვაქვს დღეს — ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ. ვაუქმებთ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს, ვინც ცოცხალი დარჩა: რომან გოცირიძეს, გუბაზ სანიკიძეს, დავით ბერძენიშვილს, აკაკი ბობოხიძეს, ზვიად ძიძიგურს. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას და 36 წლის შემდეგ შედგება კომუნისტური რევანში ამ ქვეყანაში, რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება დაშვებული სასამართლოს მიერ“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია - დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ - მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები