ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

28 ოქტომბერი: 36 წელი წელი მრავალპარტიული არჩევნებიდან ოპოზიციის აკრძალვამდე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან წლების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ოცნების“ სარჩელს, რომლითაც მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ითხოვს.

დღეს, 28 ოქტომბერს, ზუსტად 36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ, პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები.

ამ ისტორიული დღიდან 36 წლის შემდეგ დღეს, 2026 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ოცნების“ სარჩელს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ითხოვს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების გაუქმებას.

1990 წელს არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით.

1990 წელს, 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, რომლის ლიდერიც იყო ზვიად გამსახურდია.

არჩევნებში 4%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით მანდატები მიიღო მხოლოდ ორმა პარტიამ: „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო“ (81 დეპუტატი) და საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი).

ფოტოზე: ზვიად გამსახურდია, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საარჩევნო ყუთთან. ჯემალ კასრაძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“

ამავე თემაზე:

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები