ნიკა გვარამია - დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ - მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მოთხოვნით ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს მარხავენ და ქვეყანა წარსულში ბრუნდება.

დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ - მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, „ვდგავართ გამრუდებული რეალობის წინაშე“, რადგან აღნიშნული სარჩელით უნდა აიკრძალოს ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც დამოუკიდებლობის აქტზეა ხელმომწერი, ხოლო აკრძალვის შესახებ სარჩელის ხელმომწერია ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება გადააგდო.
„[მომავალში] აუცილებლად იტყვიან, რომ დღეს, 36 წლის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი სრულიად ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით ამოვედით.
მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების, ევროინტეგრაციის, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც.
დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან იარაღით, ამ სარჩელს აწერს ხელს. ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ვდგავართ გამრუდებული რეალობის წინაშე“
„[მომავალში] აუცილებლად იტყვიან, რომ დღეს, 36 წლის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი სრულიად ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია და მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით ამოვედით. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების, ევროინტეგრაციის, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც. დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან იარაღით, ამ სარჩელს აწერს ხელს. ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…