ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – გადაწყვეტილებით, რასაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზვიად ძიძიგური, როგორც პოლიტიკოსი

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

„ქართული ოცნების“ მოთხოვნით ოპოზიციის აკრძალვა დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერ პოლიტიკოსებს გააუქმებს და კომუნისტურ რევანშს გამოიწვევს, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია – გადაწყვეტილებით, რასაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზვიად ძიძიგური, როგორც პოლიტიკოსი
ნიკა გვარამია – გადაწყვეტილებით, რასაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზვიად ძიძიგური, როგორც პოლიტიკოსიპირველი არხი

არასდროს მეგონა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36-ე წლისთავზე განვიხილავდით მრავალპარტიულობის გაუქმებას საქართველოში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ პარლამენტის 88 წევრის მიერ წარდგენილი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას და 36 წლის შემდეგ შედგება კომუნისტური რევანში ამ ქვეყანაში.

„ჩემთვის ძალიან ღირსსახსოვარი დღეა, 1990 წლის 28 ოქტომბერი. გავიზარდე სოხუმში, დისიდენტის ოჯახში, რომელიც ციხეში იჯდა დისიდენტობის გამო. ამას ხაზს იმიტომ არ ვუსვამ, რომ მხოლოდ დისიდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის იყო ეს ღირსსახსოვარი დღე, ყველასთვის იყო, უბრალოდ მე განსაკუთრებით კარგად მახსოვს ამ დღის მოლოდინი. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, იქნება. რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, უფრო სწორად კი, არასდროს არ მეგონა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36-ე წლისთავზე, სრული სერიოზულობით და მაღალი რისკით დაკმაყოფილებისა, განვიხილავდით მრავალპარტიულობის გაუქმებას საქართველოში. დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი საეტაპო მოვლენა იყო საქართველოს მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ამის და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგი. ეს ორი მოვლენა გვაძლევს ჯამში 91 წლის 9 აპრილს და მეორე რესპუბლიკის დაბადებას, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენას. ამიტომ არ შემიძლია, ამით არ დავიწყო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ გუშინ ვუსმენდი დიდი ინტერესით. ბევრი ტაიმკოდი იყო ნათქვამი და გულწრფელად გეტყვით, მართლა, ბოდიში და, საღლიცინო თემებად წაიღეს სრულიად სერიოზულად დასაბუთებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. იმდენად კარგად იყო გარჩეული, რა ხდებოდა კომისიაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომ დღეს ამას ჰყვება მართლა მთელი საქართველო, მეც მათ შორის.

სინამდვილეში სრულიად ტრაგიკულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაკიღა ტაიმკოდებსა და გამოთქმებზე ვართ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მოამბეში, 20:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ნათქვამი შემდეგი სიტყვები – „ქართველო ერო, მრავალტანჯულო და გმირულო, გილოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას, დღეს, ამ ისტორიულ დღეს, საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს ქართველმა ერმა უარი უთხრა მონობას, რეჟიმს, რომელიც 70 წლის მანძილზე სულს უხუთავდა მას“. დღეს, უკვე აქ, სადაც ვიმყოფებით, ექვს საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, ოდესმე ალბათ ვინმე მეც და ჩემს კოლეგებსაც დაგვაციტირებს, რასაც ვამბობდით, აუცილებლად თქვენს გადაწყვეტილებასაც, მნიშვნელობა არ აქვს, როგორს, ან პოზიტიურად ან ნეგატიურად. აუცილებლად იტყვიან, რომ დღეს, 36 წლის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი სრულიად ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია, დიახ, მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე, სამწუხაროდ, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით ამოვედით. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, არა ამ სასამართლო განხილვის მიმართ, არამედ ზოგადად. ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების და ევროინტეგრაციის, მიუხედავად ამისა, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გავუსვა ხაზი იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის, სამწუხაროდ, ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც.

ამ დარბაზში დღეს ბატონი ბადრი არ არის, მაგრამ აუცილებლად მინდა ვთქვა, დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის 88-კაციანი… „ქართული ოცნება“, მარტივად რომ ვთქვათ, გაუქმდება როგორც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ის უნდა გაუქმდეს, როგორც პოლიტიკოსი, სამაგიეროდ, ამ სარჩელს აწერენ ხელს ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან გადააგდო იარაღით, მე არ გადავალ სახელებსა და გვარებზე, არც ოჯახის წევრებამდე ჩავყვები, მაგრამ ეს ასეა. ასეთი შებრუნებული, გამრუდებული რეალობა გვაქვს. დღეს ზვიად გამსახურდიას იდეას კი არა და მონაპოვარს ვმარხავთ. სხვათა შორის, ცოცხალი ვინც დარჩა პოლიტიკური მოღვაწეებიდან, ვაუქმებთ ყველას, ხელმომწერებს – რომან გოცირიძეს, გუბაზ სანიკიძეს, დავით ბერძენიშვილს, აკაკი ბობოხიძეს, ზვიად ძიძიგურს. ყველა ეს ადამიანი არის მოქმედი პოლიტიკოსი, არის ხელმომწერი და ამ სარჩელით ისინი უქმდებიან, ისინი იქნებიან ამოღებული პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, არამედ იბრძოლეს დამოუკიდებლობისთვის. ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, კი, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას, 36 წლის შემდეგ შედგება კომუნისტური რევანში ამ ქვეყანაში, რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება დაშვებული სასამართლოს მიერ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - დღეს ზვიად გამსახურდიას მონაპოვარს ვმარხავთ - მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართველო ერო, მრავალტანჯულო და გმირულო, გილოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას, დღეს, ამ ისტორიულ დღეს, საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს ქართველმა ერმა უარი უთხრა მონობას, რეჟიმს, რომელიც 70 წლის მანძილზე სულს უხუთავდა მას“
ზვიად გამსახურდია
„ჩემთვის ძალიან ღირსსახსოვარი დღეა, 1990 წლის 28 ოქტომბერი. გავიზარდე სოხუმში, დისიდენტის ოჯახში, რომელიც ციხეში იჯდა დისიდენტობის გამო. ამას ხაზს იმიტომ არ ვუსვამ, რომ მხოლოდ დისიდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის იყო ეს ღირსსახსოვარი დღე, ყველასთვის იყო, უბრალოდ მე განსაკუთრებით კარგად მახსოვს ამ დღის მოლოდინი. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, იქნება. რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, უფრო სწორად კი, არასდროს არ მეგონა, რომ მრავალპარტიული არჩევნების 36-ე წლისთავზე, სრული სერიოზულობით და მაღალი რისკით დაკმაყოფილებისა, განვიხილავდით მრავალპარტიულობის გაუქმებას საქართველოში. დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი საეტაპო მოვლენა იყო საქართველოს მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ამის და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგი. ეს ორი მოვლენა გვაძლევს ჯამში 91 წლის 9 აპრილს და მეორე რესპუბლიკის დაბადებას, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენას. ამიტომ არ შემიძლია, ამით არ დავიწყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ გუშინ ვუსმენდი დიდი ინტერესით. ბევრი ტაიმკოდი იყო ნათქვამი და გულწრფელად გეტყვით, მართლა, ბოდიში და, საღლიცინო თემებად წაიღეს სრულიად სერიოზულად დასაბუთებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. იმდენად კარგად იყო გარჩეული, რა ხდებოდა კომისიაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომ დღეს ამას ჰყვება მართლა მთელი საქართველო, მეც მათ შორის. სინამდვილეში სრულიად ტრაგიკულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაკიღა ტაიმკოდებსა და გამოთქმებზე ვართ, 1990 წლის 28 ოქტომბერს მოამბეში, 20:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ნათქვამი შემდეგი სიტყვები – „ქართველო ერო, მრავალტანჯულო და გმირულო, გილოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას, დღეს, ამ ისტორიულ დღეს, საფუძველი ჩაეყარა თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს. დღეს ქართველმა ერმა უარი უთხრა მონობას, რეჟიმს, რომელიც 70 წლის მანძილზე სულს უხუთავდა მას“. დღეს, უკვე აქ, სადაც ვიმყოფებით, ექვს საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, ოდესმე ალბათ ვინმე მეც და ჩემს კოლეგებსაც დაგვაციტირებს, რასაც ვამბობდით, აუცილებლად თქვენს გადაწყვეტილებასაც, მნიშვნელობა არ აქვს, როგორს, ან პოზიტიურად ან ნეგატიურად. აუცილებლად იტყვიან, რომ დღეს, 36 წლის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი სრულიად ინვერსიულად ვითარდება, სრულიად შეტრიალებულია, დიახ, მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე, სამწუხაროდ, რაც ზრდის იმ შანსებს, რომ ისევ იქ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ზვიადის მეშვეობით ამოვედით. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, არა ამ სასამართლო განხილვის მიმართ, არამედ ზოგადად. ნამდვილად მჯერა ამ ქვეყნის გამარჯვების და ევროინტეგრაციის, მიუხედავად ამისა, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გავუსვა ხაზი იმ კატასტროფას, რომლის წინაშეც დღეს საქართველო რამდენიმე ადამიანმა დააყენა, მათ შორის, სამწუხაროდ, ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც. ამ დარბაზში დღეს ბატონი ბადრი არ არის, მაგრამ აუცილებლად მინდა ვთქვა, დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის 88-კაციანი… „ქართული ოცნება“, მარტივად რომ ვთქვათ, გაუქმდება როგორც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ის უნდა გაუქმდეს, როგორც პოლიტიკოსი, სამაგიეროდ, ამ სარჩელს აწერენ ხელს ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან გადააგდო იარაღით, მე არ გადავალ სახელებსა და გვარებზე, არც ოჯახის წევრებამდე ჩავყვები, მაგრამ ეს ასეა. ასეთი შებრუნებული, გამრუდებული რეალობა გვაქვს. დღეს ზვიად გამსახურდიას იდეას კი არა და მონაპოვარს ვმარხავთ. სხვათა შორის, ცოცხალი ვინც დარჩა პოლიტიკური მოღვაწეებიდან, ვაუქმებთ ყველას, ხელმომწერებს – რომან გოცირიძეს, გუბაზ სანიკიძეს, დავით ბერძენიშვილს, აკაკი ბობოხიძეს, ზვიად ძიძიგურს. ყველა ეს ადამიანი არის მოქმედი პოლიტიკოსი, არის ხელმომწერი და ამ სარჩელით ისინი უქმდებიან, ისინი იქნებიან ამოღებული პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, არამედ იბრძოლეს დამოუკიდებლობისთვის. ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, კი, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას, 36 წლის შემდეგ შედგება კომუნისტური რევანში ამ ქვეყანაში, რისი იმედიც მაქვს, რომ არ იქნება დაშვებული სასამართლოს მიერ“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია კოპალეიშვილი - არჩილ გორდულაძემ თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე, ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოსო - არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები