ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიცია ქუჩაში, სასამართლოებში და ყველგან უშიშრად გააპროტესტებს „ქართული ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მისი შეფასებით, ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევას ნიშნავს. გვარამიამ საპროტესტო კამპანიის დაწყება დააანონსა.

ნიკა გვარამია – ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად
ნიკა გვარამია – ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტადპირველი არხი

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ალიანსის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი ნიშნავს არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის თანამდებობების წართმევას, არამედ ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა.

„ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას. ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით უარი ვთქვით, რადგან ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ქვეყანა. ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის, რაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა, ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და დიდი ქართული ისტორიისთვის მთავარი ოცნების, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა. ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა, ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა, ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ, მათთვის უმაღლესი ხელფასების დანიშვნა. ეს არის ჩვენი დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა და ეს არ არის ხუმრობა, სხვათა შორის. ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები, ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა და მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად. აქვე გავიხსენებ, ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა. ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც შეგახსენებთ, გუშინწინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა, ვიღაცას ასე დასჭირდა. ეს არის თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალული სიტყვათა ინდექსის დაწესება. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე პირებისთვის და დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ეს თაობები საერთოდ ამოიღეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ის, რაც მოხდა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის მითვისება, იმიტომ, რომ გაგრძელდეს კორუფცია, გაგრძელდეს თქვენი ძარცვა, მათ მიერ დიდი ფულის შოვნა. ჩვენ აქედან რა მივიღეთ – ყველაფერი უარყოფითი. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას 25 ოქტომბერს, კვირა დღეს, რაკიღა 26 ორშაბათია, ამას ანგარიშს ვუწევთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საღამოს შვიდ საათზე. გელოდებით ყველას, ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას. ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით უარი ვთქვით, რადგან ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ქვეყანა. ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის, რაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა, ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და დიდი ქართული ისტორიისთვის მთავარი ოცნების, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა. ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა, ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა, ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ, მათთვის უმაღლესი ხელფასების დანიშვნა. ეს არის ჩვენი დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა და ეს არ არის ხუმრობა, სხვათა შორის. ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები, ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა და მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად. აქვე გავიხსენებ, ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა. ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც შეგახსენებთ, გუშინწინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა, ვიღაცას ასე დასჭირდა. ეს არის თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალული სიტყვათა ინდექსის დაწესება. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე პირებისთვის და დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ეს თაობები საერთოდ ამოიღეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ის, რაც მოხდა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის მითვისება, იმიტომ, რომ გაგრძელდეს კორუფცია, გაგრძელდეს თქვენი ძარცვა, მათ მიერ დიდი ფულის შოვნა. ჩვენ აქედან რა მივიღეთ – ყველაფერი უარყოფითი. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას 25 ოქტომბერს, კვირა დღეს, რაკიღა 26 ორშაბათია, ამას ანგარიშს ვუწევთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საღამოს შვიდ საათზე. გელოდებით ყველას, ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?