ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებალელოგახარია საქართველოსთვისსაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა გაგრძელდა, სადაც „ახალისა“ და „ლელოს“ ლიდერებმა „ქართული ოცნების“ სარჩელი გააკრიტიკეს და მას კონსტიტუციური გადატრიალების მომზადება უწოდეს.

„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს
„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღესბათუმელები

დღეს, 29 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდა არსებითი განხილვა „ოპოზიციის გაუქმების საქმეზე“.

თავდაპირველად წინა დღით დაწყებული მოხსენება ნიკა გვარამიამ დაასრულა, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან თქვა, რაში ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების.

ივანიშვილის დაჯგუფების მიერ მომზადებულ სარჩელში ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ოპოზიციის წინააღმდეგ არის ეს: „არ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. საუბარია პარტიებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ არსებობდნენ, მაგრამ „ოცნების“ ლოგიკით, ისინიც უნდა გაუქმდნენ.

„უნდა ვთქვა, რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას – იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს პირია ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა ნიკა გვარამია.

„ეს პოლიტიკური შეფასებებია“, – მაშინვე წამოიძახეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებმა, თუმცა არ განუმარტავთ: პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სხვა პოლიტიკური პარტიის ქმედებებს არაპოლიტიკურად როგორ უნდა გაემიჯნოს?

დისკუსიაში პლენუმის თავმჯდომარეც ჩაერთო: თუ დაასრულეთ, ნუღარ განაგრძობთ საუბარსო, ნიკა გვარამიას მიმართა.

„თუ მეკითხებით, რაში ემიჯნებიო, გიპასუხეთ. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია მის მიმართ ოდესმე. წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული და ამაში ვემიჯნები,“ – მაინც თქვა სათქმელი ნიკა გვარამიამ.

დღევანდელ პროცესზე „ოცნების“ სარჩელს უპასუხეს „ლელოს“ ლიდერებმა: ბადრი ჯაფარიძემ, გიორგი სიორიძემ, თორნიკე ართმელაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ თავისი გამოსვლა იმაზე საუბრით დაიწყო, რომ „ოცნება“ მხოლოდ რამდენიმე პარტიას კი არ აუქმებს, არამედ „ცილობს, აკრძალოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა… გვაქვს სრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის,“ – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

„აქამდე არაერთი ტყუილის მიუხედავად, ხმა არ ამომიღიაო“, – ფეხზე წამოდგა არჩილ გორდულაძე, დეპუტატი „ოცნების“ პარლამენტიდან. მან თქვა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სარჩელთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს.

აქ ბადრი ჯაფარიძემ არჩილ გორდულაძეს გაუხსენა: „ხანდაზმულ თაღლითებს“ გვიწოდებს და შემჩნეულია შეურაცხყოფაშიო, გორდულაძემ კი, მოსამართლეს უთხრა, შეურაცხყოფის შესახებ საქმე სასამართლოში წააგესო.

„დაელოდეთ სტრასბურგს,“ – „ოცნების“ დეპუტატებს გახედა ბადრი ჯაფარიძემ.

„პოლიტიკაზე საუბარს ვერ ავცდებით… ჩვენ ვიხილავთ საქმეს კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით… ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არა აქვს,“ – ბადრი ჯაფარიძეს მიმართა რევაზ ნადარაიამ, პლენუმის თავმჯდომარემ.

„სარჩელის მიზანი რა არის: ეს არის თუ არა პოლიტიკური?“ – დიალოგი ლევან სამუშიამ განაგრძო, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან პლენუმის თავმჯდომარეს განუმარტა, ვინმე სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის კი არ იყენებს, არამედ ეს პირდაპირ უკავშირდება „ოცნების“ სარჩელსო.

რევაზ ნადარაიამ აქ უკვე თქვა, რომ პოლიტიკაზე საუბარს პოლიტიკოსებს ვერ შეუზღუდავს, მაგრამ მოულოდნელად ლევან ბეჟაშვილმა წამოიძახა: თქვენ არა, მოსარჩელე მხარე გვზღუდავსო.

ეს კი უკვე შეურაცხყოფად მიიღო პლენუმის თავმჯდომარემ, ანუ გამოდის, რომ „ოცნების“ მოთხოვნებს ითვალისწინებს სასამართლო.

რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ სასამართლომ ერთგვარი „ზღვარი“ დააწესა და როდესაც მხარე ამ ზღვარს სცდება, მოსარჩელეს უჩნდება პრეტენზია… არ მინდა ნამდვილად, რომ გაგაწყვეტინოთ,“ – თქვა რევაზ ნადარაიამ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რევაზ ნადარაია ოპოზიციონერს აწყვეტინებს, როცა ამას „ოცნება“ ითხოვს, ან როცა საქმე ივანიშვილს მკაცრ კრიტიკას ეხება, ასევე ლავროვზე საუბარს – იმას, თუ როგორ ემთხვევა „ოცნების“ სარჩელის გზავნილების რუსულ დოქტრინას.

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში, პარლამენტში რატომ არ შეხვედითო. ამავდროულად ის, ვინც პარლამენტში შევიდა, აქვე სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხე აგვისტოს ომის შესახებ ჩანაწერებია.

„ვითარდება ლოგიკა, თითქოს აგრესიისთვის ნიადაგი საქართველომ შექმნა… ამით სახიფათო კაპიტულანტური პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ყოველთვის ემიჯნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საკუთრების უფლების ხელყოფის, ასევე პოლიტიკური მიზნებით ადამიანების გასამართლების დადასტურებულ შემთხვევებს. ამიტომაც, გაუგებარია, რა გამიჯვნას სთხოვს „ოცნება“ „ლელოს“.

„მეტიც, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები 2012 წლამდე იცავდნენ უკანონოდ დევნილ ადამიანებს და ასეთი არაერთი შემთხვევაა. პარტიის დონეზე, ლიდერების, თუ წევრების დონეზე ჩვენ არასდროს არ გავქცევივართ შეფასებებს,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. მან 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნებიც ახსენა, რომლის შემდეგაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ბადრი ჯაფარიძემაც მოაწერა ხელი.

„ვინც მაშინ ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, მიზანდასახულად ებრძოდა დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას, დღეს ხელისუფლებაშია და ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ამჯერად იარაღის გარეშე და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ცდილობენ, შემიწყვიტონ არამხოლოდ საპარლამენტო მანდატი, არამედ პოლიტიკოსის და ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი,“ – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

სასამართლოში გამოსვლა ბადრი ჯაფარიძემ ლუკას სახარების ციტატით დაასრულა:

„რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ,“ – დაასრულა ბადრი ჯაფარიძემ.

ტრიბუნასთან ამჯერად გიორგი სიორიძე მივიდა, რომელმაც გამოსვლა ამ ციტატით დაიწყო:

„ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ცისქვეშეთში. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა… ეკლესიასტეს წიგნის ეს სიტყვები და მათში ჩადებული ბრძნული აზრი ზედმიწევნით შეესაბამება იმ აწმყოს, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ და მიესადაგება მომავალს, რომელიც ბუნდოვანია, მაგრამ აუცილებლად დადგება. საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე,“ – თქვა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძემ დაასაბუთა, რატომ არის სამართლიანი „ლელოს“ შეფასება, როცა იგი 2024 წლის არჩევნების შემდეგ ფორმირებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს.

„საარჩევნო დარღვევები ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში გავასაჩივრეთ, შემდეგ სასამართლოებში, ინსტიტუციური ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენეთ. ეს არჩევნები უნდა გამოცხადებულიყო არჩატარებულად და მოვითხოვეთ ხელახლა არჩევნების ჩატარება.

პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევით, რადგან არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. გარდა ამისა, პარლამენტი უნდა მოეწვია პრეზიდენტს. ამის შესახებ არსებობს ძალიან მკაცრი დათქმა, რაც ასევე დაირღვა… ამიტომაც გეძახდით არალეგიტიმურებს,“ – „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა გიორგი სიორიძემ.

„ოცნების“ წარმომადგენლებს ამჯერად არაფერი უთქვამთ.

„4 ოქტომბრის საქმე“ – ამ საქმეზეც საუბრობს „ოცნება“, რომ ოპოზიცია, როგორც „ერთიანი ორგანიზმი“ ცდილობდა კონსტიტუციური წყობილების ჩამოშლას, ამ დროს „ლელო“ 2025 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

„5 მოპასუხიდან 2, ანუ ჩვენ და „გახარია საქართველოსთვის“ ვმონაწილეობდით არჩევნებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია, რომ არანაირი „ერთიანი ორგანიზმი“ არ არსებობს,“ – დასძინა გიორგი სიორიძემ.

„სხვათა შორის, რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს არ აღიარებდა ლეგიტიმურად „კომუნისტურია პარტია“. მათი აკრძალვა არავის მოსვლია თავში აზრად. არ მინდა, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში,“ – თქვა გიორგი სიორიძემ და მოსამართლეებს განუმარტა, ეს „ოცნების“ წარმომადგენლობას მიემართებაო.

„მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს,“ – ოპოზიციის კრიტიკა გააპროტესტა ისევ არჩილ გორდულაძემ, – „ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს… პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს გარეთ,“ – დაამატა გორდულაძემ.

„თავი შეიკავეთ, არაეთიკურია ავტორიტარიზმში…“ – სათქმელი არ დაუსრულებია, მაგრამ მიკერძოებულობა „ოცნების“ სასარგებლოდ ისევ დაეტყო პლენუმის თავმჯდომარეს.

„ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ“ – მოსამართლეს სიტყვა შეაწყვეტინა „ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ.

„ესეც ხომ შეფასებაა. თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის?“ – აღშფოთება დაეტყო გიორგი სიორიძეს.

„ჩვენ ამ პრინციპით მოვდივართ მთელი ეს დღეები, რომ აქ არ იქნება შეურაცხმყოფელი შეფასებები…. სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ სასამართლოსგან. დანარჩენი თქვენი პასუხისმგებლობაა,“ – განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

„მაშინ თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი,“ – მოსამართლის პოზიცია გააპროტესტა გიორგი სიორიძემ.

„ლელოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, თორნიკე ართმელაძე კი, ერთ გახმაურებულ საქმეზე ელაპარაკა მოსამართლეებს, რომელიც „ოცნების“ სარჩელში მთავარი არგუმენტია „ლელოს“ წინააღმდეგ. ეს ალეკო ელისაშვილის და „სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის საქმეა“. „ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილის 2024 წლის არჩევნებში „ლელოს“ წარმოადგენდა, ელისაშვილის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს კი, „ლელო“ არ გაემიჯნაო.

„აი, „ლელოს“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც იწყება ამ სიტყვით „დღეს“ – მოსამართლეებს მიმართა თორნიკე ართმელაძემ და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ლელო“ ალეკო ელისაშვილის ქმედებას, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა მოჰყვა, იმავე დღეს გაემიჯნა და პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „მიუღებელი“ და „გაუმართლებელი“ უწოდა.

ამავდროულად, „ლელო“ არ დაეთანხმა ალეკო ელისაშვილის ტერორიზმის მუხლით გასამართლებას.

„ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე დაიწყო სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საჯაროდ, ეს ტერორისტული აქტიაო და მეორე დღეს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს…“ – ელისაშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითა „ლელოს“ წარმომადგენელმა.

„ანუ თქვენ კვალიფიკაციას არ ეთანხმებით?“ – ჩაეკითხა ოპოზიციონერს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„დიახ და საერთაშორისო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“, ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჰქონდა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ამ საქმეში არ იკვეთება ტერორიზმი, ევროსაბჭოს კრიტერიუმებით კი, ელისაშვილი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევაო.

ამას გარდა, ალეკო ელისაშვილს „ლელოსთან“ ორგანიზაციული კავშირი არ ჰქონია. ის იყო პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და ორი პარტიის წევრი, ერთდროულად, კანონის მიხედვით ვერ იქნები.

„გამიჯვნას სრულიად არასწორად ითხოვს „ოცნება“, ეს არასწორი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობაა. ჩვენ ვართ 2019 წელს დაფუძნებული პარტია…. როგორ წარმოუდგენიათ, ჩამოვდგეთ და გავემიჯნოთ, რაც, მაგალითად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ხდებოდა? საიდან იწყება ათვლა? ასე არც ის გვითქვამს, რომ ვემიჯნებით კომუნისტებს. ლოგიკური კავშირი უნდა არსებობდეს, რასაც შეიძლება გაემიჯნო,“ – მოსამართლეებს მიმართა თორნიკე ართმელაძემ და შემდეგ „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხე დაასათაურა: „ნებისმიერ ხელისუფლებას შეეძლება აკრძალოს ნებისმიერი პარტია“.

„ლელოს“ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ოცნების“ სარჩელის მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, ეს კომისია კი, თავიდანვე შეიქმნა ოპოზიციის გაუქმების განზრახვით. ამის დასტურად თორნიკე ართმელაძემ ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის რამდენიმე საჯაროდ გაკეთებული განცხადება დაასახელა, რაც ივანიშვილის დაჯგუფების ამ განზრახვას ადასტურებს.

„ლელო“ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც უნდა აღსრულდეს სამართალი,“ – ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდში უთქვამს ირაკლი კობახიძეს, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება“, მათ შორის, „ლელო“.

ე.წ. წულუკიანის კომისიას სულ რამდენიმე დღე ჰქონდა მუშაობა დაწყებული, როცა მამუკა მდინარაძეს, ანუ „ოცნების“ ყოფილ ლიდერს უთქვამს, უკვე არსებობს „კარგი საფუძველი“ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთო.

„ასე რომ, ეს იყო დაგეგმილი პროცესი. ჯერ კიდევ 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერდა პარტიების აკრძალვა,“ – „ოცნების“ ლიდერები განცხადებები შეაჯერა თორნიკე ართმელაძემ.

ხვალ, სასამართლო ისევ მოისმენს „ლელოს“ პოზიციას „ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. ახსნა-განმარტების ეტაპი ხვალვე დასრულდება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მოხსენებით.

პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დღევანდელი პროცესის ბოლოს უკვე დააანონსა ის, რომ არსებითი განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპიდან 9 ნოემბერს განახლდება და სამუშაო კვირა სრულად ისევ „პარტიების გაუქმების საქმეს“ დაეთმობა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უნდა ვთქვა, რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას – იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს პირია ბიძინა ივანიშვილი,“
ნიკა გვარამია
„თუ მეკითხებით, რაში ემიჯნებიო, გიპასუხეთ. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია მის მიმართ ოდესმე. წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული და ამაში ვემიჯნები,“
ნიკა გვარამია
„დაელოდეთ სტრასბურგს,“
ბადრი ჯაფარიძე
„პოლიტიკაზე საუბარს ვერ ავცდებით… ჩვენ ვიხილავთ საქმეს კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით… ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არა აქვს,“
რევაზ ნადარაია
„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში, პარლამენტში რატომ არ შეხვედითო. ამავდროულად ის, ვინც პარლამენტში შევიდა, აქვე სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს,“
ბადრი ჯაფარიძე
„ვითარდება ლოგიკა, თითქოს აგრესიისთვის ნიადაგი საქართველომ შექმნა… ამით სახიფათო კაპიტულანტური პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას,“
ბადრი ჯაფარიძე
„რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ,“
ბადრი ჯაფარიძე
„ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ცისქვეშეთში. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა… ეკლესიასტეს წიგნის ეს სიტყვები და მათში ჩადებული ბრძნული აზრი ზედმიწევნით შეესაბამება იმ აწმყოს, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ და მიესადაგება მომავალს, რომელიც ბუნდოვანია, მაგრამ აუცილებლად დადგება. საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე,“
გიორგი სიორიძე
„5 მოპასუხიდან 2, ანუ ჩვენ და „გახარია საქართველოსთვის“ ვმონაწილეობდით არჩევნებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია, რომ არანაირი „ერთიანი ორგანიზმი“ არ არსებობს,“
გიორგი სიორიძე
„ჩვენ ამ პრინციპით მოვდივართ მთელი ეს დღეები, რომ აქ არ იქნება შეურაცხმყოფელი შეფასებები…. სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ სასამართლოსგან. დანარჩენი თქვენი პასუხისმგებლობაა,“
რევაზ ნადარაია
„მაშინ თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი,“
გიორგი სიორიძე
„ასე რომ, ეს იყო დაგეგმილი პროცესი. ჯერ კიდევ 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერდა პარტიების აკრძალვა,“
თორნიკე ართმელაძე
„არ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. საუბარია პარტიებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ არსებობდნენ, მაგრამ „ოცნების“ ლოგიკით, ისინიც უნდა გაუქმდნენ. „უნდა ვთქვა, რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას – იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს პირია ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა ნიკა გვარამია. „ეს პოლიტიკური შეფასებებია“, – მაშინვე წამოიძახეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებმა, თუმცა არ განუმარტავთ: პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სხვა პოლიტიკური პარტიის ქმედებებს არაპოლიტიკურად როგორ უნდა გაემიჯნოს? დისკუსიაში პლენუმის თავმჯდომარეც ჩაერთო: თუ დაასრულეთ, ნუღარ განაგრძობთ საუბარსო, ნიკა გვარამიას მიმართა. „თუ მეკითხებით, რაში ემიჯნებიო, გიპასუხეთ. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია მის მიმართ ოდესმე. წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული და ამაში ვემიჯნები,“ – მაინც თქვა სათქმელი ნიკა გვარამიამ. დღევანდელ პროცესზე „ოცნების“ სარჩელს უპასუხეს „ლელოს“ ლიდერებმა: ბადრი ჯაფარიძემ, გიორგი სიორიძემ, თორნიკე ართმელაძემ. ბადრი ჯაფარიძემ თავისი გამოსვლა იმაზე საუბრით დაიწყო, რომ „ოცნება“ მხოლოდ რამდენიმე პარტიას კი არ აუქმებს, არამედ „ცილობს, აკრძალოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა… გვაქვს სრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის,“ – თქვა ბადრი ჯაფარიძემ. „აქამდე არაერთი ტყუილის მიუხედავად, ხმა არ ამომიღიაო“, – ფეხზე წამოდგა არჩილ გორდულაძე, დეპუტატი „ოცნების“ პარლამენტიდან. მან თქვა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სარჩელთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს. აქ ბადრი ჯაფარიძემ არჩილ გორდულაძეს გაუხსენა: „ხანდაზმულ თაღლითებს“ გვიწოდებს და შემჩნეულია შეურაცხყოფაშიო, გორდულაძემ კი, მოსამართლეს უთხრა, შეურაცხყოფის შესახებ საქმე სასამართლოში წააგესო. „დაელოდეთ სტრასბურგს,“ – „ოცნების“ დეპუტატებს გახედა ბადრი ჯაფარიძემ. „პოლიტიკაზე საუბარს ვერ ავცდებით… ჩვენ ვიხილავთ საქმეს კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით… ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არა აქვს,“ – ბადრი ჯაფარიძეს მიმართა რევაზ ნადარაიამ, პლენუმის თავმჯდომარემ. „სარჩელის მიზანი რა არის: ეს არის თუ არა პოლიტიკური?“ – დიალოგი ლევან სამუშიამ განაგრძო, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან პლენუმის თავმჯდომარეს განუმარტა, ვინმე სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის კი არ იყენებს, არამედ ეს პირდაპირ უკავშირდება „ოცნების“ სარჩელსო. რევაზ ნადარაიამ აქ უკვე თქვა, რომ პოლიტიკაზე საუბარს პოლიტიკოსებს ვერ შეუზღუდავს, მაგრამ მოულოდნელად ლევან ბეჟაშვილმა წამოიძახა: თქვენ არა, მოსარჩელე მხარე გვზღუდავსო. ეს კი უკვე შეურაცხყოფად მიიღო პლენუმის თავმჯდომარემ, ანუ გამოდის, რომ „ოცნების“ მოთხოვნებს ითვალისწინებს სასამართლო. რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ სასამართლომ ერთგვარი „ზღვარი“ დააწესა და როდესაც მხარე ამ ზღვარს სცდება, მოსარჩელეს უჩნდება პრეტენზია… არ მინდა ნამდვილად, რომ გაგაწყვეტინოთ,“
რევაზ ნადარაია
„მეტიც, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები 2012 წლამდე იცავდნენ უკანონოდ დევნილ ადამიანებს და ასეთი არაერთი შემთხვევაა. პარტიის დონეზე, ლიდერების, თუ წევრების დონეზე ჩვენ არასდროს არ გავქცევივართ შეფასებებს,“
ბადრი ჯაფარიძე
„ვინც მაშინ ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, მიზანდასახულად ებრძოდა დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას, დღეს ხელისუფლებაშია და ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ამჯერად იარაღის გარეშე და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ცდილობენ, შემიწყვიტონ არამხოლოდ საპარლამენტო მანდატი, არამედ პოლიტიკოსის და ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი,“
ბადრი ჯაფარიძე
„სხვათა შორის, რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს არ აღიარებდა ლეგიტიმურად „კომუნისტურია პარტია“. მათი აკრძალვა არავის მოსვლია თავში აზრად. არ მინდა, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში,“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტების მწვავე დეფიციტი აქვთ" - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები