ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სასამართლოს ტრიბუნაზე საუბრობენ საქმესთან დაკავშირებით და სასამართლოსთვის, აქ გადაწყვეტილების მიმღები არის სასამართლო" - რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, სამართლებრივ ნაწილზე კონცენტრირდეს​

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად საქმის სამართლებრივ ნაწილზე კონცენტრირდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. დღეს სასამართლო კოლეგია ახსნა-განმარტებით კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს უსმენს. მათ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია წარადგინეს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე ისაუბრეს.

სხდომაზე გიგა ლემონჯავამ წაიკითხა ევროპარლამენტის რეზოლუციების ნაწილი, რასაც მოსამართლეებთან კამათი მოყვა.

"2024 წლის 8 ოქტომბერს, სარჩელის არსებითად განხილვამდე ხუთი დღით ადრე, ევროპარლამენტმა უპრეცედენტო უმრავლესობით - 445 ხმით მიიღო რეზოლუცია "მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა", რომლითაც აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვა მოითხოვა.

წარმოება ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციად, აღმოფხვრად და პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად შეფასდა," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ.

პლენუმმა ლემონჯავას განუმარტა, რომ რეზოლუციები პარტიების აკრძალვის სარჩელთან კავშირში არ არის და ოპოზიციას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, საქმის სამართლებრივ ნაწილზე კონცენტრირდნენ.

"ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? რადგან სასამართლოს უწევს ახლა იმის განმარტება, თუ რა არის საჯარო სხდომა, განვმარტავ, თუ რა არის საჯარო სხდომა.

საჯარო სხდომა არის ის, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, რომ უყუროს, თვალყური ადევნოს სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო ტრიბუნიდან ელაპარაკოთ ხალხს. სასამართლოს ტრიბუნაზე საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით და საუბრობენ სასამართლოსთვის, ვინაიდან აქ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო და არა საზოგადოება. ბატონ გიორგის მოვუწოდებ, ელაპარაკეთ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით. რეზოლუცია ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესები და არაფერ შემთხვევაში არ არის კონკრეტულ სარჩელთან," - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა - მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ისაუბროს
  2. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
  3. იმედინიუსისამთავრობომოსამართლე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელს: ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას: ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები