საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა - მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ისაუბროს
საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის ხსენებას დავა მოჰყვა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ რეზოლუცია საქმესთან კავშირში არაა და მხარეს მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად მხოლოდ სარჩელზე ისაუბროს.

საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის გიგა ლემონჯავას მხრიდან ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 8 ოქტომბერს რეზოლუციის მიღების ფაქტის ხსენებამ და რეზოლუციის შინაარსის განმარტებამ კამათი გამოიწვია.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ რეზოლუციას სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს, საზოგადოების ინფორმირება რეზოლუციასთან დაკავშირებით კი არა სასამართლოს სხდომაზე, არამედ სხვა დროს მოახდინონ.
„ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? საერთაშორისო კონტექსტი ვიცით, ეს რეზოლუციაც ყველამ ვიცით, ყველასთვის ცნობილია. რა შუაშია 8 ოქტომბრის რეზოლუცია ? გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას], რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, სასამართლოს ელაპარაკებით თქვენ“,- აღნიშნა მოსამართლე ნადარაიამ.
მის შენიშვნას, რომ სასამართლოს დარბაზში გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ სასამართლოს მიემართება და არა საზოგადოებას, პროტესტი გამოიწვია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებში.
„ჯერ ერთი, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს არ ელაპარაკებიან. საჯაროობა არ გულისხმობს სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოსთან დიალოგს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განმარტება გააკეთა, თუ რას ნიშნავს სასამართლო სხდომის საჯაროობა, ნიკა გვარამიას კი მიმართა, რომ ის წესრიგს არღვევს.
„ბატონო ნიკა, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს ელაპარაკებიან! ჩვეულებრივად მეკადრება, ბატონო ნიკა და უნდა იცოდეთ, რომ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს ელაპარაკებიან.
საჯაროობა ნიშნავს იმას, რომ სხდომას ყველამ მიადევნოს თვალყური და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოთ ვინმემ. მაწყვეტინებთ და წესრიგს არღვევთ! თუ სასამართლოს უწევს იმის განმარტება, რა არის საჯარო სხდომა, განმარტავ, რა არის საჯარო სხდომა. საჯარო სხდომა არის ის, რომ საზოგადოების ყველა ნაწილს მიეცეს საშუალება იმისა, რომ უყურონ, თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო ტრიბუნიდან ელაპარაკოთ ხალხს. სასამართლოს ტრიბუნაზე ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით და ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოსთვის, ვინაიდან აქ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო და არა საზოგადოება. საზოგადოების ინფორმირება ხდება. ბატონ გიორგის მოვუწოდებ, რომ ილაპარაკეთ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით. რეზოლუცია რაც მიიღო, ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესები და არანაირ შემხებლობასთან არ არის კონკრეტულ სარჩელთან“.- განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
გიგა ლემონჯავამ შესაგებელ სიტყვაში, საერთაშორისო კონტექსტის თვალსაჩინოებისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურების მაგალითები და მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუცია წარადგინა.
„2026 წლის 8 ოქტომბერს, სარჩელის არსებითად განხილვამდე 5 დღით ადრე ევროპარლამენტმა უპრეცედენტო უმრავლესობით 445 ხმით მიიღო რეზოლუცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა, რომლითაც აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვა მოითხოვა. წარმოება ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციად, აღმოფხვრად და პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად შეფასდა. რუსეთისა და ბელარუსის მოდელს შეადარეს და მიუთითეს რომ ის კრემლის მიზანს ემსახურება, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დარჩეს“.- განაცხადა ლემონჯავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
მოსამართლე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელს: ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით
"სასამართლოს ტრიბუნაზე საუბრობენ საქმესთან დაკავშირებით და სასამართლოსთვის, აქ გადაწყვეტილების მიმღები არის სასამართლო" - რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, სამართლებრივ ნაწილზე კონცენტრირდეს
ციტატები სტატიიდან
„ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? საერთაშორისო კონტექსტი ვიცით, ეს რეზოლუციაც ყველამ ვიცით, ყველასთვის ცნობილია. რა შუაშია 8 ოქტომბრის რეზოლუცია ? გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას], რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, სასამართლოს ელაპარაკებით თქვენ“
„ჯერ ერთი, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს არ ელაპარაკებიან. საჯაროობა არ გულისხმობს სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოსთან დიალოგს“
„2026 წლის 8 ოქტომბერს, სარჩელის არსებითად განხილვამდე 5 დღით ადრე ევროპარლამენტმა უპრეცედენტო უმრავლესობით 445 ხმით მიიღო რეზოლუცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა, რომლითაც აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვა მოითხოვა. წარმოება ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციად, აღმოფხვრად და პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად შეფასდა. რუსეთისა და ბელარუსის მოდელს შეადარეს და მიუთითეს რომ ის კრემლის მიზანს ემსახურება, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დარჩეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…