რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას: ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ გიგა ლემონჯავას მიმართა, რომ პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის რელევანტური არ არის და სარჩელის უცხო ქვეყნის დოქტრინასთან დაკავშირება ეთიკურობის ზღვარს სცდება.

ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელს გიგა ლემონჯავას, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი პასაჟები და შინაარსები არის რუსეთის ფედერაციის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების, დოქტრინის ანარეკლი.
ნადარაიას თქმით, პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის რელევანტური არ არის.
„ეს თქვენი შეფასება თუ არის პოლიტიკური, თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით და ეს შეფასება სადაც გინდათ იქ გააკეთეთ. აქ წარმოდგენილები ბრძანდებით იურისტები, უმეტესობა. ეს ისეთი სარჩელია, რომ პროცესუალურად, არა იურისტსაც შეუძლია მხარე წარმოადგინოს, მაგრამ მე ძირითადად ვსაუბრობ იურისტებისთვის, ვინაიდან აქ ბრძანდებით იურისტები. ვილაპარაკოთ სარჩელთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გასცდით. ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ილაპარაკეთ იმაზე, რაც სარჩელთან დაკავშირებით არის რელევანტური. თქვენც ხომ ხედავთ, ყველა ხედავს, რომ როდესაც საქმესთან შემხებლობაშია და მით უმეტეს, ამას იურისტები ხედავენ კარგად, რომ არ გაწყვეტინებთ, მაგრამ როდესაც ყველანაირ ზღვარს სცდებით, მათ შორის, ეთიკურობისაც, კატეგორიულად მიუღებელია. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს თქვენი შეფასება თუ არის პოლიტიკური, თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით და ეს შეფასება სადაც გინდათ იქ გააკეთეთ. აქ წარმოდგენილები ბრძანდებით იურისტები, უმეტესობა. ეს ისეთი სარჩელია, რომ პროცესუალურად, არა იურისტსაც შეუძლია მხარე წარმოადგინოს, მაგრამ მე ძირითადად ვსაუბრობ იურისტებისთვის, ვინაიდან აქ ბრძანდებით იურისტები. ვილაპარაკოთ სარჩელთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გასცდით. ეს თქვენი პოლიტიკური შეფასებები სასამართლოსთვის არ არის რელევანტური. ილაპარაკეთ იმაზე, რაც სარჩელთან დაკავშირებით არის რელევანტური. თქვენც ხომ ხედავთ, ყველა ხედავს, რომ როდესაც საქმესთან შემხებლობაშია და მით უმეტეს, ამას იურისტები ხედავენ კარგად, რომ არ გაწყვეტინებთ, მაგრამ როდესაც ყველანაირ ზღვარს სცდებით, მათ შორის, ეთიკურობისაც, კატეგორიულად მიუღებელია. ეთიკურობის ზღვარს გაცდენაა, როდესაც ამბობთ, რომ სარჩელს ვიხილავთ, რომელიც უცხო ქვეყნის რაღაც დოქტრინიდან გამომდინარეობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…