"რაც შეეხება საქმის განხილვას და ის, რომ თქვენ პოზიცია ჩამოაყალიბოთ, შუამდგომლობა დააყენოთ, ამაში ხელი არ გეშლებათ" - მოსამართლე რევაზ ნადარაია ოპოზიციას
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ოპოზიციას განუცხადა, რომ სარჩელის ბუნდოვანებაზე აპელირება სხვა მიზანს ემსახურება და მათ პოზიციის დაფიქსირებაში ხელი არ ეშლებათ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე საკუთარი პოზიციები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
"ლელოს" და გახარიას "საქართველოსთვის" წარმომადგენლბემა დააფიქსირეს საკუთარი აზრი, რომ მათთვის ბუნდოვანია, საერთო სარჩელში უშუალოდ რა ნაწილი უკავშირდება მათ პარტიებს. ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ გახარიას პარტიის შუამდგომლობა სასამართლომ ჯერ კიდევ გუშინ არ დააკმაყოფილა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ომის თემატიკასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
"ეს არის ყველა ჩვენგანის პოზიცია, რომ კონკრეტულ დასკვნასთან მიმართებით, რაც ეხება ომის საკითხებს, რაც არის ეროვნული და სენსიტიური საკითხები, ომთან დაკავშირებით რა მტკიცებულებების გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხე მხარე, ვფიქრობ უნდა დაკმაყოფილდეს იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების საკითხი", - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
განცხადება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.
"შემდეგ ეტაპზე ავხსნით, ვის რა მიემართებაო, დაახლოებით ასეთი ხაზი იქნა გატარებული. მაგრამ მისი წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულ ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო დასაბუთებული და ამ ეტაპზე არის მისაღები სასამართლოს პლენუმის მიერ მხედველობაში და ეს შუამდგომლობა ამ თვალსაზრისით არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი." - აღნიშნა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საქმის განხილვას, პოზიციის ჩამოყალიბებას, ასევე შუამდგომლობის დაყენებას, ამაში მათ ხელი არ ეშლებათ.
"გუშინდელი დღიდან მოყოლებული ამ მიმართულებით ცდილობთ აპელირებას, თუმცა მეგონა, რომ ეს საკითხი გუშინ ამოიწურა. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე სარჩელთან, მის გამართულობასთან, მიმართებებთან დაკავშირებით, როგორც იურისტმა. აქედან გამომდინარე, ახლა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე პასუხის გაცემისას, ისევ ამ თემის წამოჭრა ახლა, ეს უკვე სხვა მიზანს ემსახურება. თქვენი ყველა სიტყვის ლაიტმოტივი თუ უნდა იყოს ის, რომ რაღაც ვერ გავიგეთ მე რა მომემართება, ეს სხვა საკითხია და კი ბატონო, ეს თქვენი გადასაწყვეტია ახლა, მაგრამ ამას ეტყობა, რომ რაღაც თავისი მიზანი აქვს, თორემ საქმისთვის ახლა, საქმის განხილვას და ის, რომ თქვენ პოზიცია ჩამოაყალიბოთ, შუამდგომლობა დააყენოთ, ამაში ხელი არ გეშლებათ", - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის ყველა ჩვენგანის პოზიცია, რომ კონკრეტულ დასკვნასთან მიმართებით, რაც ეხება ომის საკითხებს, რაც არის ეროვნული და სენსიტიური საკითხები, ომთან დაკავშირებით რა მტკიცებულებების გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხე მხარე, ვფიქრობ უნდა დაკმაყოფილდეს იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების საკითხი“
„შემდეგ ეტაპზე ავხსნით, ვის რა მიემართებაო, დაახლოებით ასეთი ხაზი იქნა გატარებული. მაგრამ მისი წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულ ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო დასაბუთებული და ამ ეტაპზე არის მისაღები სასამართლოს პლენუმის მიერ მხედველობაში და ეს შუამდგომლობა ამ თვალსაზრისით არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი.“
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული ამ მიმართულებით ცდილობთ აპელირებას, თუმცა მეგონა, რომ ეს საკითხი გუშინ ამოიწურა. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე სარჩელთან, მის გამართულობასთან, მიმართებებთან დაკავშირებით, როგორც იურისტმა. აქედან გამომდინარე, ახლა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე პასუხის გაცემისას, ისევ ამ თემის წამოჭრა ახლა, ეს უკვე სხვა მიზანს ემსახურება. თქვენი ყველა სიტყვის ლაიტმოტივი თუ უნდა იყოს ის, რომ რაღაც ვერ გავიგეთ მე რა მომემართება, ეს სხვა საკითხია და კი ბატონო, ეს თქვენი გადასაწყვეტია ახლა, მაგრამ ამას ეტყობა, რომ რაღაც თავისი მიზანი აქვს, თორემ საქმისთვის ახლა, საქმის განხილვას და ის, რომ თქვენ პოზიცია ჩამოაყალიბოთ, შუამდგომლობა დააყენოთ, ამაში ხელი არ გეშლებათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…