მოსამართლე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელს: ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ გიგა ლემონჯავას განუცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის და მოუწოდა, სასამართლოს ელაპარაკოს.

ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? საერთაშორისო კონტექსტი ვიცით, ეს რეზოლუციაც ყველასთვის ცნობილია. რა შუაშია 8 ოქტომბრის რეზოლუცია?, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ გიგა ლემონჯავას მას შემდეგ, რაც ლემონჯავამ ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 8 ოქტომბერს რეზოლუციის მიღების ფაქტზე ისაუბრა.
როგორც მოსამართლე ნადარაიამ განმარტა, რეზოლუციას სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას]. რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით“, - აღნიშნა ნადარაიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა - მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ისაუბროს
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
"სასამართლოს ტრიბუნაზე საუბრობენ საქმესთან დაკავშირებით და სასამართლოსთვის, აქ გადაწყვეტილების მიმღები არის სასამართლო" - რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, სამართლებრივ ნაწილზე კონცენტრირდეს
ციტატები სტატიიდან
„გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას]. რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…