შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“. ამით ის ევროპაში საპროტესტო აქციების დაფინანსების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართულ ორგანიზაციებს აფინანსებდა.
როგორც პაპუაშვილი წერს, რთულია, ეჭვი შეგეპაროს ამ ინფორმაციის სისწორეში.
„რთულია, ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ადამიანის უფლებათა ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„რთულია, ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…