შალვა პაპუაშვილი – საქართველოში, ციხეში ზის სამი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა და ბრიუსელი მათ გათავისუფლებას გვთხოვს, ბრიუსელი არის ძალადობის დამფინანსებელიც და წამქეზებელიც
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი საქართველოში ძალადობის დამფინანსებელი და წამქეზებელია. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის იხდიან სასჯელს.

ვხედავთ, რომ ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ძალადობა გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ეს არის ის შედეგი, რასაც იღებენ საბოლოოდ ჯამში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც საქართველოში აქეზებდნენ.
„რაც შეეხება იმას, რომ საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას ეძახიან და საქართველოში სამართლიან პროტესტს ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ველოდებით ჩვენ დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფრის წამქეზებლები და მხარდამჭერები და საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან რაიმეს ცუდს?!
რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არის ცუდი? ეს რომ თქვას, მაშინ ის ევროკომისიის პრესმდივანი უნდა გააგდონ, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ევროკავშირის საელჩო იტყვის, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის ცუდი, როდესაც ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას და რას იტყვიან, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი? ამას ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომელიც თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვას, ვინც საქართველოში ზიზღს და სიძულვილს აფრქვევს? თავად არიან ამის თანამონაწილენი და იმიტომაც არ გმობენ, თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და ამ ყველაფრისთვის ხელის დამფარებლები. ეს სამწუხარო რეალობაა.
სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელი, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი საქართველოში ამ ძალადობის წაქეზებაში და დაფინანსებაში იყო ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ვინც ნორმალიზებას ცდილობდა საქართველოში ძალადობის, ამ ნორმალიზების შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ეს არის ის შედეგი, რასაც იღებენ საბოლოოდ ჯამში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოოდ თავისთან იღებს ძალადობას. ასე რომ, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელიც.
„ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან; იქნება ეს ოპოზიცია, მისი მფარველი ზოგიერთი დიპლომატი, თუ მისი მფარველი ზოგიერთი დედაქალაქი. ეს არის ერთი დანაშაულებრივი მხარე, რომლის წაქეზებულიც იყო გრიგორიადისიც თავისი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასთან ერთად. რა საჭიროა გრიგორიადისი, როდესაც დღეს სამი ადამიანი სასჯელს იხდის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის შემდეგი ძალადობრივი პროტესტის დროს და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდგომ, ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობების ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში, თანამონაწილეც, დამფინანსებელიც და ხელის დამფარებელიც. არათუ, თავის დროზე ლაზარე გრიგორიადისი შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს, არამედ ბრიუსელში მაშინ განაცხადეს, რომ ეს მათთან იყო შეთანხმებული. მთელმა საზოგადოებამ არაფერი არ ვიცოდით და მათ თქვეს, რომ მათთან შეთანხმებით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება. დღეს, კონკრეტულად ახლა, საქართველოში, ციხეში ზის სამი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს დღეს ბრიუსელი. ჩვენ სიტუაციის ზედმეტ შელამაზებას თავი უნდა დავანებოთ და დავარქვათ თავის სახელი – ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში თავის თავთან იღებს ძალადობას
შალვა პაპუაშვილი ევროპაში მიმდინარე აქციებზე: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ეს ძალადობა ნორმა გახდა მათ ქვეყნებში, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელია, საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან ცუდს? - დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ
შალვა პაპუაშვილი: „ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავად იღებს ძალადობას“
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან; იქნება ეს ოპოზიცია, მისი მფარველი ზოგიერთი დიპლომატი, თუ მისი მფარველი ზოგიერთი დედაქალაქი. ეს არის ერთი დანაშაულებრივი მხარე, რომლის წაქეზებულიც იყო გრიგორიადისიც თავისი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასთან ერთად. რა საჭიროა გრიგორიადისი, როდესაც დღეს სამი ადამიანი სასჯელს იხდის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის შემდეგი ძალადობრივი პროტესტის დროს და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდგომ, ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობების ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში, თანამონაწილეც, დამფინანსებელიც და ხელის დამფარებელიც. არათუ, თავის დროზე ლაზარე გრიგორიადისი შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს, არამედ ბრიუსელში მაშინ განაცხადეს, რომ ეს მათთან იყო შეთანხმებული. მთელმა საზოგადოებამ არაფერი არ ვიცოდით და მათ თქვეს, რომ მათთან შეთანხმებით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება. დღეს, კონკრეტულად ახლა, საქართველოში, ციხეში ზის სამი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს დღეს ბრიუსელი. ჩვენ სიტუაციის ზედმეტ შელამაზებას თავი უნდა დავანებოთ და დავარქვათ თავის სახელი – ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელიც“
„რაც შეეხება იმას, რომ საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას ეძახიან და საქართველოში სამართლიან პროტესტს ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ველოდებით ჩვენ დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფრის წამქეზებლები და მხარდამჭერები და საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან რაიმეს ცუდს?! რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არის ცუდი? ეს რომ თქვას, მაშინ ის ევროკომისიის პრესმდივანი უნდა გააგდონ, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ევროკავშირის საელჩო იტყვის, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის ცუდი, როდესაც ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას და რას იტყვიან, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი? ამას ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომელიც თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვას, ვინც საქართველოში ზიზღს და სიძულვილს აფრქვევს? თავად არიან ამის თანამონაწილენი და იმიტომაც არ გმობენ, თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და ამ ყველაფრისთვის ხელის დამფარებლები. ეს სამწუხარო რეალობაა. სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელი, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი საქართველოში ამ ძალადობის წაქეზებაში და დაფინანსებაში იყო ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ვინც ნორმალიზებას ცდილობდა საქართველოში ძალადობის, ამ ნორმალიზების შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ეს არის ის შედეგი, რასაც იღებენ საბოლოოდ ჯამში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოოდ თავისთან იღებს ძალადობას. ასე რომ, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…