ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამორინეებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სამორინეებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა წინასწარი კომუნიკაციის არარსებობის გამო, თუმცა ეკლესია პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

სამორინეებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება - ანდრია ჯაღმაიძე
სამორინეებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება - ანდრია ჯაღმაიძერუსთავი 2

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს სამორინეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, საპატრიარქო სოციალურ სელში ავრცელებს.

როგორც დეკანოზის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

"საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად.

ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.

რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ.

იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს", - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისათვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა - საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, პირადად მე ვიზიარებ სახალხო დამცველის პოზიციას
  2. TV პირველიოპოზიციურისამორინეებთან დაკავშირებით "ოცნების" საკანონმდებლო პაკეტს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაპატრიარქო განზე ვერ დარჩება - ჯაღმაიძე სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვების...
  4. ალიაოპოზიციურისამორინეებთან დაკავშირებით “ოცნების” საკანონმდებლო პაკეტს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეუფე ანტონი სამორინეების შესახებ ინიციატივაზე - 30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ - ყველაფერს ახსნა უნდა, ხანდახან ოპოზიცია ისე წარმოსახავს უბრალო საკითხსაც, გეგონება, ბომბი მოდის, ხანდახან პირიქითაა - ჩვენც ვღელავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები