ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეუფე ანტონი სამორინეების შესახებ ინიციატივაზე - 30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ - ყველაფერს ახსნა უნდა, ხანდახან ოპოზიცია ისე წარმოსახავს უბრალო საკითხსაც, გეგონება, ბომბი მოდის, ხანდახან პირიქითაა - ჩვენც ვღელავთ

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, საპატრიარქო სამორინეებში საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის კანონპროექტზე 30 ოქტომბერს შეიკრიბება და პოზიციას გამოხატავს; მისი თქმით, საკითხში საფრთხეებს ხედავს და ეკლესიაშიც ღელავენ.

მეუფე ანტონი სამორინეების შესახებ ინიციატივაზე - 30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ - ყველაფერს ახსნა უნდა, ხანდახან ოპოზიცია ისე წარმოსახავს უბრალო საკითხსაც, გეგონება, ბომბი მოდის, ხანდახან პირიქითაა - ჩვენც ვღელავთ
მეუფე ანტონი სამორინეების შესახებ ინიციატივაზე - 30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ - ყველაფერს ახსნა უნდა, ხანდახან ოპოზიცია ისე წარმოსახავს უბრალო საკითხსაც, გეგონება, ბომბი მოდის, ხანდახან პირიქითაა - ჩვენც ვღელავთინტერპრესნიუსი

ყველაფერს ახსნა-განმარტება უნდა იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ხანდახან, ოპოზიცია ისე წარმოსახავს რაღაც უბრალო საკითხსაც, რომ გეგონება, ბომბი მოდის, მაგრამ როდესაც გაერკვევი, ასე არაა. ხანდახან პირიქითაა. ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი ვერ ვიქნებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განუცხადა, რითაც ისაუბრა საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.

მღვდელმთავრის თქმით, 30 ოქტომბერს საპატრიარქო შეიკრიბება, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ, შემდეგ კი საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას მოახსენებენ.

„მე რამდენადაც ზედაპირულად ვუყურებ, საფრთხეებს ვხედავ რაღაცნაირად. ზეგ საპატრიარქო შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. საქმეში არ ვართ ჩახედული, ტელევიზორში ვნახე, იყო ამაზე საუბარი, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ გაუგებარია, მაგრამ შეიძლება აგვიხსნან...

მტერი და ბოროტი სახელმწიფო არ გვყავს, ვიცი, კარგი კურსით მიდის და ალბათ, რაღაც არის ისეთი, რაც მე არ ვიცი, რაც ჩვენ არ ვიცით. აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს ისე არ დავტოვებთ, საპატრიარქო აუცილებლად გამოეხმაურება ამას. მღვდელმთავრებთან შეთანხმებით, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს. მითუმეტეს ახალი მღვდელმთავარი მოწადინებულია და არის ისეთი საკითხები, რომელიც მთავრობამ გაითვალისწინა, მაგალითად, ელექტროფულის შესახებ ვთხოვეთ ახსნა-განმარტებები და, მოკლედ, მიდის მუშაობა, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, ჯერჯერობით დისბალანსი არ გვქონია და მე ვფიქრობ, რომ შევიკრიბებით და განვსაზღვრავთ ყველაფერს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონსა და კიდევ ოთხ გამომდინარე კანონში შედის. ინიციატივას, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. პროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3-მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარი იქნება. პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე რამდენადაც ზედაპირულად ვუყურებ, საფრთხეებს ვხედავ რაღაცნაირად. ზეგ საპატრიარქო შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. საქმეში არ ვართ ჩახედული, ტელევიზორში ვნახე, იყო ამაზე საუბარი, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ გაუგებარია, მაგრამ შეიძლება აგვიხსნან... მტერი და ბოროტი სახელმწიფო არ გვყავს, ვიცი, კარგი კურსით მიდის და ალბათ, რაღაც არის ისეთი, რაც მე არ ვიცი, რაც ჩვენ არ ვიცით. აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს ისე არ დავტოვებთ, საპატრიარქო აუცილებლად გამოეხმაურება ამას. მღვდელმთავრებთან შეთანხმებით, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს. მითუმეტეს ახალი მღვდელმთავარი მოწადინებულია და არის ისეთი საკითხები, რომელიც მთავრობამ გაითვალისწინა, მაგალითად, ელექტროფულის შესახებ ვთხოვეთ ახსნა-განმარტებები და, მოკლედ, მიდის მუშაობა, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, ჯერჯერობით დისბალანსი არ გვქონია და მე ვფიქრობ, რომ შევიკრიბებით და განვსაზღვრავთ ყველაფერს“
ანტონი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა - საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, პირადად მე ვიზიარებ სახალხო დამცველის პოზიციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები