ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამორინეებთან დაკავშირებით "ოცნების" საკანონმდებლო პაკეტს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს

ქართული ოცნებასაპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი სამორინეებისთვის ტურნირების მოწყობის დაშვებაზე, რომლის შეჩერებასაც ომბუდსმენი ითხოვს, და ეკლესია განზე ვერ დარჩება.

სამორინეებთან დაკავშირებით "ოცნების" საკანონმდებლო პაკეტს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს
სამორინეებთან დაკავშირებით "ოცნების" საკანონმდებლო პაკეტს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებსTV პირველი

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას.

სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღება შეაჩეროს.

როგორც დეკანოზმა განაცხადა, ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა სასულიერო პირის სიტყვებით, "საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება".

დეკანოზის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, შესაბამისად მამა ანდრიას განცხადებით, ფაქტი "საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა".

„საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.

რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება. გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა - საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, პირადად მე ვიზიარებ სახალხო დამცველის პოზიციას
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაპატრიარქო განზე ვერ დარჩება - ჯაღმაიძე სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვების...
  3. ალიაოპოზიციურისამორინეებთან დაკავშირებით “ოცნების” საკანონმდებლო პაკეტს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ აქვს საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევის მცდელობა - საპატრიარქოს ვთხოვთ, ჩაერთოს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით, დაგვეხმაროს, რომ „ოცნებას“ ამ მავნებლური კანონის მიღება შევაჩერებინოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები