ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შოთა ბერეკაშვილი – აუცილებელი პირობაა, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხოელი უნდა იყოს. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებზე მკაცრი შეზღუდვები და 20%-იანი ზღვარი იმოქმედებს.

შოთა ბერეკაშვილი – აუცილებელი პირობაა, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ
შოთა ბერეკაშვილი – აუცილებელი პირობაა, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთპირველი არხი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მესამე მოსმენით მიღებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ბერეკაშვილის განმარტებით, 20 პროცენტის შემთხვევაში, რომლებიც იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, ყველა ის შეზღუდვა იმოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით არის განსაზღვრული.

ბერეკაშვილის თქმით, განხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, რომ დაცული იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„საერთაშორისო ტურნირის ჩატარება დღესაც შესაძლებელია. არავითარი შეზღუდვა არ არის, ამაში ქართველი მიიღებს მონაწილეობას, თუ უცხოელი. შესაბამისად, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, რომ თამაშს საერთაშორისო ტურნირის სტატუსი თუ აქვს, ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მხოლოდ 20 პროცენტი იქნება საქართველოს მოქალაქე. 20 პროცენტის შემთხვევაში, ყველა ის შეზღუდვა მოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით მოქმედებს, მათ შორის ადამიანი თუ შავ სიაშია, ის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ცვლილებებით, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ, რაც 20 პროცენტის განსაზღვრაში გამოიხატა.

მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, რომ დაცული იყოს ის წინაპირობები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება. კლასიკური გაგებით, ეს არ არის აზარტული თამაშები და კაზინო. ეს არის სპორტული ტურნირი, რომელიც ტარდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბარსელონაში, პარიზში, მილანში. პარიზში კაზინო და აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ მსგავსი თამაში ჩატარდა. რატომ არის კარგი ასეთი ტურისტული ნაკადი? სეზონი როცა არ არის, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, კარგი იქნება, თუ მსგავსი თამაში ჩატარდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოშოთა ბერეკაშვილი – აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი საქართველოში საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას დაარეგულირებს, აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილეთა 70% უცხოელი უნდა იყოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთაშორისო ტურნირის ჩატარება დღესაც შესაძლებელია. არავითარი შეზღუდვა არ არის, ამაში ქართველი მიიღებს მონაწილეობას, თუ უცხოელი. შესაბამისად, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, რომ თამაშს საერთაშორისო ტურნირის სტატუსი თუ აქვს, ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მხოლოდ 20 პროცენტი იქნება საქართველოს მოქალაქე. 20 პროცენტის შემთხვევაში, ყველა ის შეზღუდვა მოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით მოქმედებს, მათ შორის ადამიანი თუ შავ სიაშია, ის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ცვლილებებით, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ, რაც 20 პროცენტის განსაზღვრაში გამოიხატა. მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, რომ დაცული იყოს ის წინაპირობები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება. კლასიკური გაგებით, ეს არ არის აზარტული თამაშები და კაზინო. ეს არის სპორტული ტურნირი, რომელიც ტარდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბარსელონაში, პარიზში, მილანში. პარიზში კაზინო და აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ მსგავსი თამაში ჩატარდა. რატომ არის კარგი ასეთი ტურისტული ნაკადი? სეზონი როცა არ არის, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, კარგი იქნება, თუ მსგავსი თამაში ჩატარდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება“
შოთა ბერეკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები