ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც კაზინოები 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო ტურნირების მოწყობისას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან.

პარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცაTV პირველი

„ქართული ოცნება“ კაზინოებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შესაძლებლობის მინიჭებასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაჩქარებული წესით აგრძელებს. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით, 74 ხმით 9-ის წინააღმდეგ, მიიღო. განხილვისას პროექტში ცვლილება შევიდა - საერთაშორისო ტურნირის მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, ნაცვლად თავდაპირველად გათვალისწინებული 70%-ისა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ცვლილება მმართველ გუნდში, „ხალხის ძალასთან“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ გამართული კონსულტაციების შედეგად შეთანხმდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სამორინეები, რომლებიც 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს მოაწყობენ და კლუბის მაგიდებს მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენებენ, შესაბამისი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

ამასთან, ტურნირების ორგანიზება შესაძლებელი იქნება როგორც სამორინეს შენობაში, ისე მის გარეთ. ორგანიზატორებს ღონისძიებებიდან შემოსავლის მიღების უფლებაც ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღება დღესვე იგეგმება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისამორინეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაკორექტირდა - საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევდა
  3. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებას ეხება
  5. ალიაოპოზიციურისამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ
  6. ფორმულაოპოზიციურიპარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვებას გეგმავენ – ომბუდსმენი წინააღმდეგიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები