Reuters: ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების გამო მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა, თვითმხილველები კი დაშავებულთა დიდ რაოდენობაზე საუბრობენ.

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების გამო მადრიდისა და სამხრეთ ესპანეთის ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ორ მატარებელს შორის შეჯახების შედეგად მადრიდი-ანდალუსიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია“, - ნათქვამია ესპანეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის Adif-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ესპანური გაზეთ El País-ის ცნობით, თვითმხილველები დაშავებულთა დიდ რაოდენობაზე საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებაში მონაწილე მატარებლების ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა.
გამოცემის ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით დილის 9 საათის შემდეგ, ტოლედოს პროვინციაში, ლოს-იებენესსა და ურდას დასახლებებს შორის მოხდა.
ერთმანეთს შეეჯახნენ ჩქაროსნული მატარებელი AVE, რომელიც მადრიდიდან სევილიისკენ მიემართებოდა, და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მატარებელი Iryo.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა სულ მცირე 46 ადამიანი
ესპანეთში ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს – დაიღუპა მინიმუმ 30 ადამიანი
ციტატები სტატიიდან
„ორ მატარებელს შორის შეჯახების შედეგად მადრიდი-ანდალუსიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…