პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ეს არის მიკერძოება, რატომ არ აძლევთ "ოცნების" წარმომადგენელს გაფრთხილებას

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას მაია კოპალეიშვილმა პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სასამართლო დარბაზიდან გაძევებით ყველას ემუქრება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდა.

ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ეს არის მიკერძოება, რატომ არ აძლევთ "ოცნების" წარმომადგენელს გაფრთხილებას
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა განახლდა - მოპასუხე მხარე პლენუმის თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას მოსარჩელე მხარის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს.

როგორც კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, სასამართლო გაძევებით ემუქრება ყველას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა.

ბატონი გორდულაძე არ ჩერდება, ახლახან ბატონ ნიკა გვარამიას გაფრთხილება მიეცით, მანამდე ქალბატონი ხატია დეკანოიძე გაუშვით სხდომის დარბაზიდან გაფრთხილებით. რატომ არ აძლევთ გორდელაძეს გაფრთხილებას? რომ გაუშვებთ სხდომიდან. იმიტომ რომ აღარ ჩერდება. ეს არის მიკერძოებულობა"- თქვა კოპალეიშვილმა.

ბატონო გორდულაძე, ეს არ არის პარლამენტი - დასძინა ყოფილმა მოსამართლემ.

ამის შემდეგ რევაზ ნადარაიამ განცხადების ავტორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ნუ ითხოვთ ბატონი არჩილის გაძევებას იმის გამო, რასაც პერიოდულად, ხანდახან, ყველა აკეთებთ".

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსამართლე ნადარაია მაია კოპალეიშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა - ხმაური საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები