ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას სათამაშო ტურიზმის მიმართულებით - სამორინეთა ასოციაცია

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათები უწესდება. საქართველოს სამორინეთა ასოციაცია გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს სათამაშო ტურიზმსა და ეკონომიკას წაადგება.

ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას სათამაშო ტურიზმის მიმართულებით - სამორინეთა ასოციაცია
ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას სათამაშო ტურიზმის მიმართულებით - სამორინეთა ასოციაციაBM.GE

საქართველოს სამორინეთა ასოციაცია კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათების მიღებას დადებითად აფასებს. როგორც BMG-ს ასოციაციაში განუცხადეს, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას სათამაშო ტურიზმის მიმართულებით.

საქმე ისაა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო სათამაშო ტურიზმის მიმართულებით.

საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება გაზრდის მაღალმხარჯველი უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ სამორინეების შემოსავლებზე, არამედ სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და სხვა ტურისტული მომსახურების სექტორებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირების არასეზონურ პერიოდში ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონურობის შემცირებას, უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას ნაკლებად აქტიურ თვეებში და ტურისტული ინფრასტრუქტურის დატვირთვას მთელი წლის განმავლობაში.

TBC Capital-ის 2026 წლის კვლევის თანახმად, 2025 წელს საქართველოში მოქმედი ფიზიკური სამორინეების სექტორის პირდაპირი ეკონომიკური გავლენა 944 მილიონ ლარს, ხოლო პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური გავლენა დაახლოებით 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, სამორინეების სათამაშო შემოსავლის (GGR) დაახლოებით 94% უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა, რაც ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელობას სექტორისთვის.

შესაბამისად, საერთაშორისო ტურნირების განვითარება შექმნის დამატებით შესაძლებლობას უცხოური ვალუტის შემოდინების, ტურისტული შემოსავლების ზრდის, სეზონურობის შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის",- აღნიშნავენ საქართველოს სამორინეთა ასოციაციაში.

ასოციაციის ცნობითვე, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსხვილი პოკერის ტურნირები საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

"ამის თვალსაჩინო მაგალითებია ლას-ვეგასში გამართული World Series of Poker (WSOP), ბარსელონაში გამართული European Poker Tour (EPT), ასევე ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში მდებარე King's Resort, რომელიც საერთაშორისო პოკერის ტურნირების ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ ცენტრად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით საინტერესოა როზვადოვის მაგალითი, სადაც შედარებით მცირე დასახლება საერთაშორისო პოკერის ტურიზმის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია კვიპროსი, სადაც Merit-ის სამორინე კომპლექსებში საერთაშორისო პოკერის ტურნირები, როგორიცაა European Poker Tour Cyprus რეგულარულად იმართება.

მსგავსი ღონისძიებები იზიდავს საერთაშორისო მოთამაშეებსა და მათ თანმხლებ სტუმრებს, რომლებიც დამატებით მოთხოვნას ქმნიან სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და სხვა ტურისტული მომსახურების მიმართ.

საქართველოს უკვე აქვს განვითარებული სამორინე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ვიზიტორების მომსახურების გამოცდილება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას საერთაშორისო სათამაშო ტურნირების ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად რეგიონში",- აცხადებენ საქართველოს სამორინეთა ასოციაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო სათამაშო ტურიზმის მიმართულებით. საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება გაზრდის მაღალმხარჯველი უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ სამორინეების შემოსავლებზე, არამედ სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და სხვა ტურისტული მომსახურების სექტორებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირების არასეზონურ პერიოდში ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონურობის შემცირებას, უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას ნაკლებად აქტიურ თვეებში და ტურისტული ინფრასტრუქტურის დატვირთვას მთელი წლის განმავლობაში. TBC Capital-ის 2026 წლის კვლევის თანახმად, 2025 წელს საქართველოში მოქმედი ფიზიკური სამორინეების სექტორის პირდაპირი ეკონომიკური გავლენა 944 მილიონ ლარს, ხოლო პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური გავლენა დაახლოებით 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, სამორინეების სათამაშო შემოსავლის (GGR) დაახლოებით 94% უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა, რაც ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელობას სექტორისთვის. შესაბამისად, საერთაშორისო ტურნირების განვითარება შექმნის დამატებით შესაძლებლობას უცხოური ვალუტის შემოდინების, ტურისტული შემოსავლების ზრდის, სეზონურობის შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“
„ამის თვალსაჩინო მაგალითებია ლას-ვეგასში გამართული World Series of Poker (WSOP), ბარსელონაში გამართული European Poker Tour (EPT), ასევე ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში მდებარე King's Resort, რომელიც საერთაშორისო პოკერის ტურნირების ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ ცენტრად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით საინტერესოა როზვადოვის მაგალითი, სადაც შედარებით მცირე დასახლება საერთაშორისო პოკერის ტურიზმის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია კვიპროსი, სადაც Merit-ის სამორინე კომპლექსებში საერთაშორისო პოკერის ტურნირები, როგორიცაა European Poker Tour Cyprus რეგულარულად იმართება. მსგავსი ღონისძიებები იზიდავს საერთაშორისო მოთამაშეებსა და მათ თანმხლებ სტუმრებს, რომლებიც დამატებით მოთხოვნას ქმნიან სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და სხვა ტურისტული მომსახურების მიმართ. საქართველოს უკვე აქვს განვითარებული სამორინე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ვიზიტორების მომსახურების გამოცდილება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას საერთაშორისო სათამაშო ტურნირების ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად რეგიონში“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეს არის ამ რეჟიმის სახე" - სალომე ზურაბიშვილი კაზინოებისთვის დაწესებულ შეღავათებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები