ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით

Give me Sport-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან აბუ-დაბიში გამართული ბრძოლიდან 550 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო.

ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებითსპორტალი

აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

Give me Sport-ს ინფორმაციით, რუსმა სპორტსმენმა 920 000 აშშ დოლარი, ხოლო ქართველმა 550 000 აშშ დოლარი მიიღო.

შეხსენებისთვის, სპორტსმენები ოქტაგონზე ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. 2023 წლის მარტში, UFC Fight Night 221-ზე, დვალიშვილმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მათი მეორე ბრძოლა დეკემბერში, UFC 323-ზე შედგა, სადაც მსაჯთა გადაწყვეტილებით უკვე იანმა მოიგო.

მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები