ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში იანთან მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო და ტიტულის დაბრუნება ვერ შეძლო.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ შეძლორუსთავი 2

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაბრუნება ვერ შეძლო.

ხუთრაუნდიანი მძიმე და პრინციპული დაპირისპირება მსაჯთა გადაწყვეტილებით დვალიშვილის დამარცხებით დასრულდა.

ორთაბრძოლის პირველივე წუთებიდან ქართველი მებრძოლი აქტიურად ცდილობდა ინიციატივის ხელში ჩაგდებას, საკუთარი ტაქტიკის გამოყენებას და მეტოქეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნებას.

დვალიშვილი ტრადიციულად ბოლო წამამდე იბრძოდა და ოქტაგონზე მაქსიმალური დატვირთვით იხარჯებოდა, თუმცა მსაჯებმა საბოლოო უპირატესობა მეტოქეს მიაკუთვნეს.

ეს დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება იყო.

პირველი ბრძოლა 2023 წლის მარტში გაიმართა და ქართველის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 2025 წლის დეკემბერში გამართულ რევანშში კი რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მერაბს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

მესამე შეხვედრაში იანმა კიდევ ერთხელ შეძლო ქართველი მებრძოლის დამარცხება და ურთიერთდაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში 2:1 გახადა.

5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე" გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დღეს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები