ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

UFC-ის პრეზიდენტ დენა უაითის განცხადებით, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება საუკეთესო იყო და ორივე მებრძოლი 100 000 დოლარის ბონუსს მიიღებს. 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში ქართველი მებრძოლი მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურასპორტალი

UFC-ს პრეზიდენტი დენა უაითი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლას გამოეხმაურა. მისი თქმით, მათი ბრძოლა UFC 333-ზე საუკეთესო იყო და თითოეული მათგანი 100 000 აშშ დოლარს მიიღებს.

"ბრძოლის შემდეგ მერაბმა მითხრა: "ვწუხვარ, ვნანობ..." ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა. მე კი ვუთხარი: "მერაბ, შენ რა, გიჟი ხარ? ეს წარმოუდგენელი ბრძოლა იყო.

ამაზე უკეთესი ბრძოლა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ტანში იმ დარტყმების შემდეგ მერაბი წინ სვლას განაგრძობდა, რაც დაუჯერებელია", - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, მერაბი პიოტრ იანთან 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება პიოტრ იანს მიენიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები