ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ვერ დაწვრილმანდება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზე

საქართველოს პარლამენტი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკომისიასთან ფორმატები და კომუნიკაცია გაყინულია, რის გამოც ყოველწლიურ ანგარიშში ახალს არაფერს ელოდება. მისი თქმით, დოკუმენტი მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების დონეზე არ უნდა დავიდეს.

ლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ვერ დაწვრილმანდება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზე
ლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ვერ დაწვრილმანდება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზეპირველი არხი

გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებულს ახალს არაფერს ველოდები, როგორც წესი, კომისიის ყოველწლიური ანგარიშები ეფუძნება მიმდინარე წლის განმავლობაში კომისიასა და კანდიდატ ქვეყანას შორის ინფორმაციების ურთიერთგაცვლას, კომისია ასახავს ხოლმე ამა თუ იმ კანონმდებლობას, სად რა არის და ა.შ. – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა პერიოდში, გაყინულია ურთიერთობები.

,,ევროკომოსიას არანაირი კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან, შესაბამის ექსპერტებთან არ არის. იცით, რომ ფორმატებიც გაყინულია. ასოცირების ფორმატები, სადაც ეს საკითხები უშუალოდ განიხილებოდა ხოლმე, მათ შორის ასოცირების კომიტეტში, ქვეკომიტეტებში. ამიტომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება. შესაბამისად, ახალს არაფერს ველოდები. წინა ანგარიშების მსგავსად, რაზეც საუბარი იქნება, პოლიტიკური საკითხებია. თავად კომისიამაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აპირებენ შეფასებების გაკეთებას და არ ჩადიან სიღრმეებში, სექტორულ ნაწილებში. ვერც ჩავლენ, რადგან ეს ურთიერთობები გაყინულია. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, არ ველოდები, რომ რაიმე სიახლე იქნება. აუცილებელია დიალოგი, მათ შორის ექსპერტების დონეზე, იმისთვის, რომ სრულად გაიცვალოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა საქართველომ ერთი წლის განმავლობაში სექტორული მიმართულებებით, განათლებიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული სად, რა კანონმდებლობა იყო გადატანილი. ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები არ უნდა იყოს პოლიტიკური შეფასებების თუ ურთიერთბრალდებების საფუძველი. კომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ის ვერ დაწვრილმანდება თუ დავა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზე”, – განაცხადა მახაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს - ლევან მახაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები