ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გაცემა აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეაჩერა - მედია

იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გაცემა აშშ-ის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეაჩერა, იტყობინება Giornale d'Italia.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გაცემა აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეაჩერა - მედია
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გაცემა აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეაჩერა - მედიარუსთავი 2

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გადაცემა აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შეაჩერა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემა Giornale d'Italia წერს, რომ სამხედრო დახმარების პარტია სრულად მზადაა, თუმცა კიევში მისი მიწოდების გრაფიკი ჯერ დამტკიცებული არ არის. აღსანიშნავია, რომ იტალიური იარაღის ბოლო პარტია უკრაინაში 10 თვის წინ ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, არ არსებობს რაიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ არჩევნების რა შედეგმა შეიძლება ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას.

"შესაბამისად, აშშ-ის პოლიტიკური კალენდარი იტალიისთვის მოლოდინის ამ პერიოდში ახალ საორიენტაციო ნიშნულად იქცა. თუმცა, არ არსებობს რაიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ არჩევნების რა შედეგმა შეიძლება ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, არ არის განსაზღვრული თარიღი, თუ როდის გაიგზავნება დახმარება კენჭისყრის დასრულების შემდეგ", - წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შეფერხება იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისში, პალაცო კიჯიში, დაძაბულობას იწვევს და საფრთხეს უქმნის იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წინაშე აქვს აღებული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაბამისად, აშშ-ის პოლიტიკური კალენდარი იტალიისთვის მოლოდინის ამ პერიოდში ახალ საორიენტაციო ნიშნულად იქცა. თუმცა, არ არსებობს რაიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ არჩევნების რა შედეგმა შეიძლება ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, არ არის განსაზღვრული თარიღი, თუ როდის გაიგზავნება დახმარება კენჭისყრის დასრულების შემდეგ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა წელს აშშ-სგან თვეში Patriot-ის ტიპის 12 რაკეტას მიიღებს მაშინ, როცა თვეში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება უწევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები