ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა პოლიტიკურ ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც გაგრძელდება და ამ მიმართულებით კურსის შეცვლას არ ვაპირებ
ჯორჯია მელონი: ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ამ პოზიციას - მე არ ვაპირებ ჩემი პოზიციის შეცვლას. უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ეროვნული ინტერესების საკითხია

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი:
"უკრაინის მხარდაჭერა პოლიტიკურ ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც გაგრძელდება და ამ მიმართულებით კურსის შეცვლას არ ვაპირებ.
ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ამ პოზიციას - მე არ ვაპირებ ჩემი პოზიციის შეცვლას. უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ეროვნული ინტერესების საკითხია -
მე უკრაინას უბრალოდ უკრაინელების გამო არ ვუჭერ მხარს, მე ამას იტალიისთვის ვაკეთებ. სამყარო, რომელშიც წესებს სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო კარნახობს, იტალიის ინტერესებს არ ემსახურება."
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…