Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ევროპული სამაგისტრო პროგრამის, Vinifera EuroMaster-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო პროექტებსა და ვაზის საკოლექციო ნარგაობას გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ევროპული სამაგისტრო პროგრამის Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე ვაზის საკოლექციო ნარგაობა, კვლევითი ლაბორატორიები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების შესწავლის, ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნების, მათი დაცვისა და მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, რამაც სტუმრებს ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებისა და გამორჩეული მახასიათებლების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
Vinifera EuroMaster წარმოადგენს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ევროპულ სამაგისტრო პროგრამას, რომლის კონსორციუმშიც გაერთიანებული არიან დარგის წამყვანი აკადემიური და პროფესიული ინსტიტუტები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…