ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია

ქართული ოცნება

კახა კალაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, რასაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები პირდაპირ ახალისებდნენ. მისი თქმით, დაკავებულთა ნაწილი ბოდიშს იხდის და დანაშაულს აღიარებს, ხელისუფლების პოლიტიკა კი ჰუმანურია.

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილიაიმედინიუსი

4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ვინ იდგა აღნიშნული პროცესების უკან, ვინ ახალისებდა მათ და საიდან ფინანსდებოდნენ.

„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს?

ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – კარგია, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ხვდებიან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია​
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე - კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს? ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – კარგია, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ხვდებიან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები