პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც მწვავედ აყენებს სამაჩაბლოში მიმდინარე ანექსიურ პროცესებს, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ჩვენნაირი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა და საკონსტიტუციო სარჩელი მოსალოდნელი იყო და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აწყობს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპონენტები. შარაშიძის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა ერთადერთია, რომელიც მწვავედ აყენებს სამაჩაბლოში მიმდინარე ანექსიური პროცესებისა და ოკუპაციის საკითხს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ზეწოლისა, პარტია საპარლამენტო საქმიანობას არ შეწყვეტს.

გიორგი შარაშიძე – ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც მწვავედ აყენებს სამაჩაბლოში მიმდინარე ანექსიურ პროცესებს, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ჩვენნაირი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი
პირველი არხი

ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა, ეს მიუთითებს , რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაც კი მათთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ოპონენტი.

„ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ეს მიუთითებს , რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაც კი მათთვის მიუღებელია. თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კრიტიკულ კითხვებზე, მწვავე განცხადებებსა თუ ათიათასობით ქართველი მოქალაქის სათქმელის ხმამაღლა გაჟღერებაზე ხელს აგვაღებინებს, შეგვაჩერებს ან სიმწვავეს დაგვაკლებინებს, ძალიან ცდება. პირიქით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მათ ეს კარგად იცოდნენ.

რატომ ახლა, რატომ დღეს? – მინდა შეგახსენოთ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ხმამაღლა და აქტიურად დაიწყო საუბარი იმ ანექსიურ პროცესებზე, რომლებიც დღეს სამაჩაბლოში, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. დღეს 15 სექტემბერია, 18 სექტემბერს კი უკვე ჩანიშნულია ე.წ. არჩევნები, რომელშიც დიდი ალბათობით გაიმარჯვებს პუტინის უშუალო წარმომადგენელი, კრემლიდან მოვლენილი მაღალჩინოსანი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უკვე ფორმალურად ახდენს ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაციას. იმაზე, რომ ჩვენი გუნდი ამაზე ხმამაღლა საუბრობს და პარლამენტში შესაბამისი რეზოლუციის მიღებას ითხოვს, სწორედ ამით აიხსნება თუ რატომ ახლა.

„ქართულ ოცნებას“ ამაზე დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დუმილის გზა აქვს არჩეული. მას არ აწყობთ ჩვენნაირი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური გუნდი. არ აწყობთ იმიტომ, რომ იციან – ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც დღეს მწვავედ აყენებს საკითხს, რომ ამ ოკუპაციას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური შეფასება. ვართ ერთადერთი გუნდი, რომელმაც დაიწყო საუბარი მოქალაქეთა სოციალურ პრობლემებზე – მინიმალური ხელფასით დაწყებული, პენსიებითა და სხვა ინიციატივებით დამთავრებული. „ოცნებასთან“ არაერთი ასეთი მწვავე დაპირისპირება გვქონია. თუ ფიქრობენ, რომ შეგვაჩერებენ ან უკან დაგვახევინებენ, ძალიან ცდებიან. „ოცნების“ წარმომადგენელთა კომენტარებს თუ მოუსმენთ, თავადაც კარგად მიხვდებით, რომ აბსოლუტურად დაბნეულები არიან და არ იციან, როგორ გაამართლონ ეს გადაწყვეტილება, რადგან რასაც ისინი საუბრობენ იმდენად ალოგიკურია, ამ გადაწყვეტილების ახსნა თავადაც უჭირთ“, – განაცხადა შარაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას არ შეწყვეტს.

„შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ძალიანაც უნდა, რომ რაღაც ფორმით, ბოიკოტი იქნება თუ სხვა, საპარლამენტო საქმიანობა შევწყვიტოთ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ეს შეიძლება იყოს მათი სურვილი, მათი ოცნება მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი და ქართველი ხალხის ოცნება“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი შარაშიძე მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე - რატომ ახლა, რატომ დღეს? - ვიყავით ერთადერთი, ვინც ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმ ანექსიურ პროცესებზე, რომლებიც სამაჩაბლოში მიმდინარეობს - თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ შეგვაჩერებს, ძალიან ცდება!
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ოცნება" თუ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე ხელს აგვაღებინებს, ან შეგვაჩერებს ძალიან ცდება - გიორგი შარაშიძე საკონსტიტუციო სარჩელზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე - „ოცნებას“ დაწყებული აქვს მისთვის კომფორტული და მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერის პროცესი - ეს არის დიქტატურის გაფორმება შენიღბული დემოკრატიული ფასადითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები