რუსეთზე შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, იყო ამიაკის მწარმოებელი უმსხვილესი ქარხანა
ტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის ცნობით, ნოვომოსკოვსკში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისას სამრეწველო ზონა და სახლები დაზიანდა, უკრაინული არხების მტკიცებით კი ქიმიურ ქარხანა „აზოტში“ ხანძარი გაჩნდა.

ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა დაადასტურა, რომ „დაზიანებებია“ ნოვომოსკოვსკის სამრეწველო ზონაში, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. ქალაქში სიტუაციის მონიტორინგისთვის გაგზავნეს ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის" ლაბორატორიის წარმომადგენლები. ამ სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლია.
გუბერნატორის ცნობითვე, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლებიც. დაშავდა ერთი ადამიანი. მილიაევის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული მონაცემებით, „განადგურებულია 64 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, ქალაქ ნოვომოსკოვსკზე შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანა „აზოტში“. კიდევ ერთი უკრაინული არხის, Supernova+-ის ცნობით, იწვის ამიაკის დანადგარი АМ-70.
გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე „აზოტის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ დაწერა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც.
უკრაინას ამ ობიექტზე შეტევა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა „აზოტზე“ შეტევა ადრეც არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 2026 წლის ივნისში.
ჰოლდინგ „ევროხიმის“ შემადგენლობაში მყოფი „აზოტი“ რუსეთში ამიაკის და მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი პროდუქცია სამხედრო დანიშნულების ქარხნებსაც მიეწოდება ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების საწარმოებლად.
ციტატები სტატიიდან
„დაზიანებებია“
„განადგურებულია 64 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…