ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი - ,,ნაცმოძრაობა" არანაირ სინანულს არ გამოხატავს წარსულში ჩადენილის გამო, პირიქით - ჩვენი სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებებისთვის“, მათაც იმავეს ვედავებით

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „კოალიციას ცვლილებისთვის“ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ძალადობით შეცვლას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და დამოუკიდებლობის ხელყოფას ედავებიან.

გიორგი კახიანი - ,,ნაცმოძრაობა" არანაირ სინანულს არ გამოხატავს წარსულში ჩადენილის გამო, პირიქით - ჩვენი სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებებისთვის“, მათაც იმავეს ვედავებით
გიორგი კახიანი - ,,ნაცმოძრაობა" არანაირ სინანულს არ გამოხატავს წარსულში ჩადენილის გამო, პირიქით - ჩვენი სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებებისთვის“, მათაც იმავეს ვედავებითინტერპრესნიუსი

ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის შესაფერის დროს ელოდება. კახიანს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ, რადგან „მათ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ“.

„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით. პირიქით, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. არანაირი სინანული არ გააჩნიათ მათ თავიანთი მოქმედებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა მაშინ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კახიანმა ისაუბრა კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაზე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და განაცხადა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“.

გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ იმავე პოლიტიკის გამტარებელია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა და ამიტომ მათაც იმავეს ედავებიან.

„რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ? მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგი იყო "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდი. კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის
  3. POSTVსამთავრობოგიორგი კახიანი: „არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, ამბობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება – რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავეს გაიმეორებენ“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით. პირიქით, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. არანაირი სინანული არ გააჩნიათ მათ თავიანთი მოქმედებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა მაშინ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“
გიორგი კახიანი
„რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ? მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“
გიორგი კახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: ის ახსნა-განმარტებები, რომელსაც აკეთებენ ბატონი ბიბილაშვილი და ქალბატონი წითლიძე, მათივე საწინააღმდეგოდ გამოგვადგება, როდესაც სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე გადავალთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები