სოფელ დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს, რისთვისაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N2 სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს.
საჯარო სკოლის აღდგენის მიზნით ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო ოთახები განახლდება თანამედროვე სასწავლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, მოწესრიგდება ასევე ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები.
სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, დარჩელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის შეიქმნება უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…