პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, ქარელის და მცხეთის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს - ვითარებას ადგილზე ფონდის დირექტორის მოადგილე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, ქარელისა და მცხეთის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს, რის ფარგლებშიც ადგილზე ვითარებას ფონდის დირექტორის მოადგილე და შიდა ქართლის რწმუნებული გაეცნენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, ქარელის და მცხეთის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს - ვითარებას ადგილზე ფონდის დირექტორის მოადგილე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო
რუსთავი 2

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, ქარელის და მცხეთის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და საჭირო ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ქარელის №2 და გორის №4 სკოლების მონახულების შემდეგ მათი მშენებლობა-რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს; სოფლების მოხისისა და უფლისციხის სკოლების აღდგენის პროცესი კი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით კი, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სკოლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტების დასრულების შემდეგ სკოლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო ოთახები და ადმინისტრაციული სივრცეები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

რეაბილიტაციის შედეგად სკოლებში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შეიქმნება უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები