სოფელ დუისის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ დუისში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ დუისში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულად აღჭურვილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.
დუისის სკოლის პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტური და სეისმომედეგი ინფრასტრუქტურის შექმნას, თანამედროვე სასწავლო სივრცეების, საინჟინრო სისტემებისა და კეთილმოწყობილი გარემოს მოწყობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…