სხვადასხვა · 28 ოქტომბერი, 01:53
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „ვილიარეალმა“ სტუმრად „მანაკორი“ 5:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 75-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „ვილიარეალმა“ გასვლაზე ქვედალიგურ „მანაკორს“ 5:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
მომდევნო მატჩს „ვილიარეალი“ 31 ოქტომბერს ჩაატარებს - ლა ლიგის მე-11 ტურში „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.
მანაკორი. „კაპელერა“
მანაკორი - ვილიარეალი 0:5
გოლები: 0:1 დიატა (13), 0:2 ოლუვასეი (26), 0:3 კარდონა (47), 0:4 ელ ჯმილი (55), 0:5 პეპე (65)
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…