პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტში ჟურნალ "ოქროს საწმისის" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს ჟურნალის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წვლილზე.

პარლამენტში ჟურნალ "ოქროს საწმისის" პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული ჟურნალის - "ოქროს საწმისის" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.

მათ ჟურნალის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა ჟურნალ „ოქროს საწმისის“ რედაქტორის, ზვიად გამსახურდიას და თანარედაქტორის, მერაბ კოსტავას, მნიშვნელოვანი წვლილი ჟურნალის შექმნასა და გამოცემაში.

პროექტი „გიგანტური წიგნები" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტია, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალები, გაზეთები) ხელახლა გამოცემას გულისხმობს.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ "ოქროს საწმისის" სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები