ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი გაზეთ "ივერიის" 1888 წლის ნომრების წლიური კომპლექტის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

საგურამოში გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების წლიური კომპლექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ისტორიული გამოცემების გაციფრულებისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიამ ლაშხი გაზეთ "ივერიის" 1888 წლის ნომრების წლიური კომპლექტის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ლაშხი გაზეთ "ივერიის" 1888 წლის ნომრების წლიური კომპლექტის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდარუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების წლიური კომპლექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

მარიამ ლაშხმა ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისტორიული გამოცემების აღდგენა, გაციფრულება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა.

„„ივერია“ მხოლოდ თავისი დროის მოვლენების ამსახველი გაზეთი არ ყოფილა. იგი ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების განმტკიცებას ემსახურებოდა. ეროვნულ იდეალებს გამოხატავს სიტყვები - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა გაზეთ „ივერიის“ 1886 და 1887 წლების ნომრების წლიური კომპლექტები. ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთ „ივერიის“ ნომრები სრულად აღდგა, გაციფრულდა და ორიგინალის ზომისა და ფორმატის დაცვით დაიბეჭდა.

პროექტი „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში დაგეგმილია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული პერიოდული გამოცემების ასლების დაბეჭდვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„„ივერია“ მხოლოდ თავისი დროის მოვლენების ამსახველი გაზეთი არ ყოფილა. იგი ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების განმტკიცებას ემსახურებოდა. ეროვნულ იდეალებს გამოხატავს სიტყვები - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის პასუხისმგებლობას“
მარიამ ლაშხი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები