არჩილ გორდულაძე: „ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, 2025 წლის აქციები ძალადობრივი იყო, მონაწილეები პოლიციას თავს ესხმოდნენ და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ. ამით იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ნათქვამს გამოეხმაურა.

ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო, – ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.
გორდულაძის თქმით, 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი.
“სინამდვილეში: 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი და შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და ძალადობრივი აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რაც დადასტურებულია მათივე აღიარებებითა და საპროცესო შეთანხმებებით,” – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…