ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.

ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა
ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგაBM.GE

ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

"სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა მეწყრული უბნის გამაგრება, დაზიანებული გზის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების მიზანი იყო ფერდობის სტაბილიზაცია და საავტომობილო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 11 ივლისს ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში გადაადგილდებოდა.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ ძირითად გზაზე ხორციელდება.ა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა მეწყრული უბნის გამაგრება, დაზიანებული გზის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების მიზანი იყო ფერდობის სტაბილიზაცია და საავტომობილო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის კმ177-კმ178 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები