რუსეთმა კიდევ 3 ქართულ კომპანიას აუკრძალა ღვინის შეტანა – მამუკა ფიფია
ბიზნესმენ მამუკა ფიფიაზე დაყრდნობით, რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო გააფართოვა და სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობის მიზეზით პროდუქციის შეტანა კიდევ სამ ქართულ კომპანიას – GWS-ს, „შატო მუხრანსა“ და „ვინივერიას“ აუკრძალა.

რუსეთი ქართულ ღვინოზე ემბარგოს აფართოებს. ასაკრძალი სიას სამი კომპანია: GWS-Wine-Company, შატო მუხრანი და ვინივერია დაემატა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრორუს ბიზნესმენ მამუკა ფიფიაზე დაყრდნობით BM.GE ავრცელებს.
ბაზრის ხელახალი გახსნიდან 14 წლის შემდეგ, 2026 წლის 9 ოქტომბერს, რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების კომპანიების ნაწილზე ემბარგო დააწესა. ოფიციალურ მიზეზად ამჯერადაც სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა დასახელდა.
წინა ჯერჯზე „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები,“ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, და „ქართული ლუდის კომპანია“ აიკრძალა.
2025 წლის მდგომარეობით, საქართველოსთვის რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 10.3%-ს შეადგენდა, ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე)- 20.8%-ს, აგროპროდუქციის ექსპორტში კი- 36.8%-ს. ღვინის შემთხვევაში დამოკიდებულება 64%-ს აღწევს, სპირტიანი სასმელების შემთხვევაში – 56%-ს. ზოგიერთი დასახელების ხილის 80%-ზე მეტიც რუსეთში გადის ექსპორტზე.
ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ და რა მოტივებით დაწესდა ემბარგო 2006 წელს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ რუსეთმა სრული ემბარგო გამოაცხადა და ბონუსად საქართველოს გაზის მოწოდებაც შეუწყვიტა, ვრცელ მასალას შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ.
რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…