ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„თქვენი რეპორტაჟის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაგვიწმინდეს“ – მოქალაქეები დადიანის ქუჩიდან

თბილისის მერია

მდინარე ყოროლისწყალზე შეჩერებული დამცავი ჯებირის მშენებლობა განახლდება – კომპანია „ურბან გარდენის“ წარმომადგენლის, თემურ სახამბერიძის თქმით, სამხარაულის ბიუროსთან და მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

„თქვენი რეპორტაჟის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაგვიწმინდეს“ – მოქალაქეები დადიანის ქუჩიდან
„თქვენი რეპორტაჟის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაგვიწმინდეს“ – მოქალაქეები დადიანის ქუჩიდანბათუმელები

„შევთანხმდით შუალედურზე. ხვალ მოგვივა კორექტირებული პროექტი და დავიწყებთ მუშაობას“ – წერს კომპანია „ურბან გარდენის“ წარმომადგენელი თემურ სახამბერიძე „ბათუმელებს“.

საქმე ეხება მდინარე ყოროლისწყალზე დამცავი ჯებირის მშენებლობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში სამუშაოები შეჩერებული იყო. ამის გამო, მდინარის მიმდებარედ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ სამუშაოები უსაფრთხოების დაცვის ნორმების გარეშე მიმდინარეობდა, მდინარის კალაპოტი კი სავსე იყო მიწით, რაც მდინარის შეგუბებას და სავარაუდოდ, დატბორვას გამოიწვევდა.

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ პირდაპირი ეთერი, ე.წ. ფეისბუქლაივი ჩართო ამ სანაპიროდან, რეპორტაჟის შემდეგ, როგორც მოსახლეობა გვეუბნება, მდინარის კალაპოტი გაწმინდეს, თუმცა სამუშაოები მაინც არ განახლებულა.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც იყო ზედამხედველი უწყება, კომპანიისგან მოითხოვდა ბეტონის მარკიანობის შემოწმებას ყინვაგამძლეობაზე, რასაც კომპანია ვერ უზრუნველყოფდა და სწორედ ამის გამო ვერ ანახლებდნენ სამუშაოებს მდინარის კალაპოტში.

„მიმითითეს, რომ ბეტონის მარკიანობა უნდა იყოს 200 [ახლა არის 30 მარკა], უნდა იყოს წყალშეუღწევადი, ყინვაგამძლე, რომლის ტესტირებასაც სჭირდება 90 დღე.

მე რომ დღეს ბეტონს ჩავასხამ და აქედან 90 დღე ამის ტესტირებას დაველოდები, ამის საშუალება მე არ მაქვს და არა მგონია, სხვა ვინმემაც რომ იმუშაოს.

არ გვიწერენ ხელს მიღება-ჩაბარებაზე და არც თანხას გვირიცხავენ ბოლო ეტაპის, სანამ არ მივიტანთ სამხარაულის დასკვნას მერიაში ბეტონის ყინვაგამძლეობაზე, თან ყოველ ჩასხმაზე, რაც ითხოვს სამ თვეს“, – ამბობდა თემურ სახამბერიძე „ბათუმელებთან“.

დღეს, 27 ოქტომბერს კი, კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ სამხარაულის ბიუროსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სამუშაოებს ხვალ, ანუ 28 ოქტომბერს განაახლებენ.

კომპანიის წარმომადგენელი საუბრობდა მერიის მხრიდან 400 000 ლარის დავალიანებაზეც, რაზეც თემურ სახამბერიძე ამბობს, რომ შეთანხმებას ამ საკითხზეც მიაღწიეს.

_______________

ამ თემაზე:

რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შევთანხმდით შუალედურზე. ხვალ მოგვივა კორექტირებული პროექტი და დავიწყებთ მუშაობას“
თემურ სახამბერიძე
„მიმითითეს, რომ ბეტონის მარკიანობა უნდა იყოს 200 [ახლა არის 30 მარკა], უნდა იყოს წყალშეუღწევადი, ყინვაგამძლე, რომლის ტესტირებასაც სჭირდება 90 დღე. მე რომ დღეს ბეტონს ჩავასხამ და აქედან 90 დღე ამის ტესტირებას დაველოდები, ამის საშუალება მე არ მაქვს და არა მგონია, სხვა ვინმემაც რომ იმუშაოს. არ გვიწერენ ხელს მიღება-ჩაბარებაზე და არც თანხას გვირიცხავენ ბოლო ეტაპის, სანამ არ მივიტანთ სამხარაულის დასკვნას მერიაში ბეტონის ყინვაგამძლეობაზე, თან ყოველ ჩასხმაზე, რაც ითხოვს სამ თვეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები