"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა დანიასთან 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვას კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაზე გაღიზიანებით უპასუხა. ჟეზუშის თქმით, რონალდუ ნაკრებში აღარ თამაშობს და წარსულში დაბრუნება შეუძლებელია.

პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუშს, ერთა ლიგაზე, დანიასთან 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა ჰკითხა, დააკლდა თუ არა ამ შეხვედრაში ნაკრებს კრიშტიანო რონალდო.
- კრიშტიანუ რონალდუ დაგაკლდათ?
- ვინ დაგვაკლდა? ის აქ აღარ არის. ვინ დაგვაკლდა?
ის, როგორც ადამიანი და თანამოსაუბრე, გვაკლია, მაგრამ ის უკვე აღარ თამაშობს ნაკრებში და აქ აღარ არის. მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, ადამიანებს ენატრებათ და ახსოვთ ყველაფერი, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრებში გატარებული 23 წლის განმავლობაში გააკეთა, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელია, - განაცხადა ჟეზუშმა.
შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები ამხელა სხვაობით 2018 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…