ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევა და მათ შემოსვლა აუკრძალა. მიმდინარე წელს საქართველოდან ჯამში 3500-ზე მეტი პირია გაძევებული.

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს
საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, პაკისტანის, თურქეთის, კუბის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, იორდანიის, ნიგერიის, ტაილანდის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეთიოპიის, ერაყის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 98 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3500-ზე მეტი პირი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
  2. ფორმულაოპოზიციურისაქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფაქტორები, რომელიც ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის წარმატებას განაპირობებს - ბოლო ერთ კვირაში საქართველოდან გაძევებულია ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 84 უცხოელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები