ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA - ს ახალ გენერალურ მდივანს ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა, სადაც რეგიონულ დაკავშირებადობაზე, შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტის მსგავს პროექტებზე ისაუბრეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA - ს ახალ გენერალურ მდივანს ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA - ს ახალ გენერალურ მდივანს ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდაიმედინიუსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

თამარ იოსელიანმა ჟასურბეკ ჩორიევს ტრასეკას გენერალ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების, მუდმივი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაუმჯობესებებისა და გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას TRACECA -ს ფორმატში.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. თამარ იოსელიანმა ჟასურბეკ ჩორიევს ტრასეკას გენერალ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების, მუდმივი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაუმჯობესებებისა და გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება და სხვ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას TRACECA -ს ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ იოსელიანი TRACECA-ს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები